1. ქმნის სიუჟეტებს თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა  I. "ფანტაზია"

მოსწავლეები საკუთარი ფანტაზიით ხატავენ ნამუშევარს თავისუფალ თემაზე. მასწავლებელი წინასწარ აყენებს პირობას, რომ მოსწავლეებმა ჯერ უნდა მოიფიქრონ სახელი მომავალი ნამუშევრისთვის და შემდეგ შეასრულონ იგი. ეს მათ უბიძგებს იმისკენ, რომ ნამუშევარი არ იყოს სპონტანური - სიუჟეტი წინასწარ უნდა იყოს მოფიქრებული და გააზრებული.

  

რესურსები

1.I. ნებისმიერი სახატავი მასალა.

   

 

1. აქტივობა  II. "მე ვარ ეგვიპტელი"

მოსწავლეები ათვალიერებენ შესაფერის ვიზუალურ მასალას (ეგვიპტურ ფრესკებს), წარმოიდგენენ თავს ეგვიპტელებად უყვებიან მეგობრებს, შემდეგ ხატავენ ამბავს თავისი ეგვიპტური” ცხოვრებიდან.

კავშირი .. III.4 ­ 3.

  

რესურსები

1.II. ეგვიპტის ფოტოები, პირამიდების და სხვა ძეგლების გამოსახულებები, ეგვიპტური ფერწერის ნიმუშები (იხ. დანართი).

 

შენიშვნა

1. თუ მოსწავლეს თავად გაუჭირდა თემის  მოფიქრება, მასწავლებელმა უნდა შესთავაზოს რამდენიმე სიუჟეტი: “ჯუნგლები”, “ოცნების ქალაქი”, “ზღაპრული ფრინველი” “მოგზაურობა კოსმოსში” ან “უცხო პლანეტაზე”, “შორეული წარსული” (პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების სცენები).