ესწრება კონცერტებს, წარმოდგენებს
ტიპური აქტივობები
ა)მოსწავლე ესწრება სკოლის საანგარიშო კონცერტს, ყურადღებით უსმენს და მომდევნო გაკვეთილზე საუბრობს - რა მოეწონა, რა არ მოეწონა.
შენიშვნა
სასურველია მოსწავლეთა დასწრება სკოლის საანგარიშო კონცერტზე და სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე, რადგან ზოგი მათგანისთვის ეს კონცერტი შეიძლება იყოს პირველი შეხება მუსიკის საჯარო შესრულებასთან.
ბ) აქტივობა: ,,სტუმრის მოპატიჟება’’.
მოსწავლეები და მასწავლებელი მოიპატიჟებენ ქართველ მუსიკოსს (კომპოზიტორს, შემსრულებელს), ანსამბლს; წინასწარ გაეცნობიან მათ მოღვაწეობას, შემოქმედებას, ცხოვრებას, მოსწავლეობას.