ერთ ტონზე სიმღერით იმეორებს მარტივ რიტმულ ნახაზს, ცვლის ბგერათსიმაღლეს, ტემპს
ტიპური აქტივობები
ა) მასწავლებელი დაფაზე დაწერს რიტმულ ნახაზს.
მოსწავლეები ერთ ტონზე სიმღერით იმეორებენ ამ რიტმს, შემდეგ, ამავე რიტმულ სურათზე ცვლიან ბგერათსიმაღლეს - მონაცვლეობით მღერიან ორ მეზობელ ბგერას.
შენიშვნა
იხ. რეკომენდაცია.
ბ) მასწავლებელი უკრავს ერთ ტონზე მარტივ რიტმულ ნახაზს, შემდეგ ამავე რიტმულ ნახაზზე შეცვლის ბგერათსიმაღლეს -კვარტის ფარგლებში უკრავს აღმავალ და დაღმავალ მელოდიას.
მოსწავლეები მუსიკალური კიბის დახმარებით გამოიცნობენ მელოდიის მიმართულებას.
რესურსები
ფორტეპიანო, ფოტოსურათი: მუსიკალური კიბე; დაფა, მარკერი.
რეკომენდაცია:
თავდაპირველად მოსწავლეები უნდა მიეჩვიონ ერთ ტონზე სიმღერას, შემდეგ მეზობელი ბგერების, ტერციის, კვარტის ფარგლებში აღმავალი და დაღმავალი მელოდიის აღქმას, სიმღერას, გამოცნობას. აღმავალი და დაღმავალი მოძრაობის საილუსტრაციოდ, კარგი იქნება მუსიკალური კიბის ფოტომასალის გამოყენება.