ჯადოსნური ნიშნები

რესურსები

ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ჩამოწერს რამდენიმე სასვენ ნიშანს: წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს. აძლევს მოსწავლეებს ერთ წინადადებას, მაგალითად, ”მზე ლამაზად ამოიწვერა მთებიდან”. ისინი ამბობენ წინადადებას იმ ინტონაციით, რომელ ნიშანზეც მიანიშნებს მასწავლებელი. სასვენი ნიშნის შეცვლის შემთხვევაში შეუძლიათ ერთი აუცილებელი სიტყვის დამატება (მაგალითად, მზე მართლა ლამაზად ამოიწვერა მთებიდან? მზე რა ლამაზად ამოიწვერა მთებიდან!).

 

შეფასება

შეფასდება, რამდენად ესმის მოსწავლეს ძირითადი სასვენი ნიშნების (წერტილი, კითხვისა და ძახილის ნიშნები) დანიშნულება და წარმოთქვამს თუ არა მოსწავლე წინადადებებს შესაბამისი ინტონაციით.


მეთოდური მითითება

მასწავლებელმა მოსწავლეებს ჯერ თავად უნდა მისცეს წინადადებების შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმის ნიმუში.