2. გამოთქვამს აზრს ავტორის ჩანაფიქრის შესახებ.

ტიპური აქტივობა

2. აქტივობ ­ - დისკუსი თემაზ ინსტალაცია

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ყველა ავტორის სურვილზე, გადმოსცეს ნამუშევარში თავისი ჩანაფიქრი, აზრები და გრძნობები. მაყურებელი შეიძლება ზუსტად ჩაწვდეს ავტორის ჩანაფიქრს, მაგრამ შეიძლება საკუთარი, განსხვავებული მოსაზრებებიც გაუჩნდეს. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავ- ლეებს ცნობილი თანამედროვე ხელოვანის ნამ ჯუნ პაიკის ინსტალაციებს (ინსტალაცია არის სივრცობრივი კომპოზიცია, რომელიც მზა ან ხელნაკეთი ნივთებისაგან უნდა აეწყოს) - “ბუდას ქანდაკება ტელეეკრანთან” და “როდენის მოაზროვნე ტელეეკრანთან” და სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს

 ქანდაკებები

ამ ნაწარმოებში, რატომ “უყურებენ” ქანდაკებები თავის გამოსახულებას ეკრანზე, არის აქ ჩადებული რაიმე აზრი თუ არა, რას შეიძლება “ფიქრობდეს” ან “გრძნობდეს” ძველებური ქანდაკება ტელეეკრანთან. მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ თავი ქანდაკების ადგილზე და დაწერონ მოკლე თემა, რომელიც იწყება სიტყვებით: “ვუყურებ ჩემს გამოსახულებას და ვფიქრობ, რომ...”.

   

რესურსები

2. ვიზუალური მასალა: ნამ ჯუნ პაიკის ინსტალაციები: ვიდეო არტი - “ოგიუსტ როდენის მოაზროვნე ტელევიზორთან” “ბუდა ტელევიზორთან“. http://www.paikstudios.com/gallery/gallery_index.html

  

შენიშვნა

2. მასწავლებელს შეუძლია ამდაგვარი აქტივობის ჩატარება და მოსწავლეებთან ერთად სხვა ავტორთა ინსტალაციების განხილვა.

მიქელანჯელო პისტოლეტოს ინსტალაციები: 22/" href="http://www.artinfo.com/news/photos/2836/26822/" target="_blank">http://www.artinfo.com/news/photos/2836/26822/

ენდი გოლდსვორსის ინსტალაციები: http://www.flickr.com/groups/ andygoldsworthy/pool/