დიალოგები

WordSection1">

რესურსები

აუდიომაგნიტოფონი, დიალოგების ჩანაწერები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სამ სხვადასხვა დიალოგს, რომლებშიც მონაწილეობენ: 1) დედა და შვილი, 2) ეზოში სათამაშოდ ჩასული ბავშვი და მისი მეზობელი ქალბატონი, 3) სკოლაში სტუმრად მისული პოეტი და მისი მასპინძელი (მოსწავლე).

დიალოგები დაახლოებით ამ შინაარსის შეიძლება იყოს:

დიალოგი 1.

- დღეს რომელ საათზე გიმთავრდება გაკვეთილები?

- ორზე.

- გარეთ დაგელოდები  და წიგნის მაღაზიაში  წავიდეთ.  მინდა აირჩიო წიგნები, რომლებსაც ამ ზაფხულს სოფელში წავიღებთ წასაკითხად.

- მე საბავშვო ენციკლოპედია მინდა და წიგნი მეკობრეებზე.

- კარგი, შევარჩიოთ.

 

დიალოგი 2.

-  გამარჯობა, ლიკა! როგორ ხარ? გამოჯანმრთელდი?

-  დიახ. შეუძლოდ ვიყავი. ანგინა მქონდა. თქვენ როგორ ბრძანდებით?

-  გმადლობ, კარგად. თვალში დამაკლდი, ეზოში რომ არ ჩანდი.

- მეც მომენატრეთ. ამ საღამოს დედა ნამცხვარს აცხობს და მობრძანდით, გაუხარდება. თან ჩემს ნახატებს გაჩვენებთ.

-  დიდი მადლობა აუცილებლად მოვალ. აბა, საღამომდე!

-  კარგად ბრძანდებოდეთ.

 

დიალოგი 3.

- გამარჯობათ. მობრძანდით. დღეს მე გიმასპინძლებთ. ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უყვართ თქვენი ლექსები, ბევრმა ზეპირადაც იცის. მინდა გაგაცნოთ  ჩვენი სკოლა. ეს  ჩვენი მოსწავლეების გამოფენაა. ძალიან გთხოვთ, რომ დაათვალიერებთ, შთაბეჭდილებათა წიგნში დაგვიტოვოთ თქვენი ჩანაწერი.

- აუცილებლად.

-  აქეთ  სპორტული დარბაზია. ახლა აქ მეხუთეკლასელთა მხიარული სტარტებია.

-  თქვენს ბავშვობაშიც იმართებოდა მსგავსი შეჯიბრებები?

-  სამწუხაროდ, არა.

-  თუ გნებავთ, სააქტო დარბაზსაც დაგათვალიერებინებთ.

-  დიდი სიამოვნებით.

მოსწავლეები ისმენენ დიალოგებს და ამოიცნობენ, რომელ დიალოგში  ვინ მონაწილეობს და ხსნიან, თუ რატომ ფიქრობენ ასე.

 

შეფასება

შეფასდება სამეტყველო სიტუაციის ადრესანტის (ვინ  ლაპარაკობს), ადრესატისა (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემის ამოცნობის უნარი; დაკვირვებულობა, მინიშნებებზე დაყრდნობით ვარაუდების გამოთქმის  უნარი.

 

მეთოდური მითითება

სასურველია, რომ თავდაპირველად მასწავლებელმა თითო დიალოგი მისცეს მოსწავლეებს ამოსაცნობად. შემდეგ, როცა ისინი ”გაიწაფებიან”, შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე დიალოგის მოსმენა და ადრესატის, ადრესანტისა და საუბრის თემის  განსაზღვრა.