დაუკავშირე ფრანგული დღესასწაულები შესაბამის ფოტოებსა და აქტივობებს.

მიზანი:

  • ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან;
  • პარალელის გავლება მშობლიურ კულტურასთან, მსგავსებებისა და განსხვავებების დაფიქსირება;
  • ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება უცხო ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ;
  • სამეტყველო უნარების განვითარება.

 

რესურსები:

სამუშაო ფურცელი, სავარჯიშოები, დღესასწაულების ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა.

 

სოციალური ფორმები:

ინდივიდუალური, ჯგუფური.

 

აქტივობის მსვლელობა:

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, შეაჯამონ განვლილი მასალა საფრანგეთის დღესასწაულების შესახებ, კლასს ყოფს მცირე ჯგუფებად და ურიგებს სამუშაო ფურცლებს, რომლებზეც დატანილია სავარჯიშოები.
მოსწავლეები ყურადღებით ეცნობიან სავარჯიშოს პირობას, აკვირდებიან ფოტოებს და ასრულებენ დავალებას ((Associez chaque photo à une fête). მასწავლებელი კლასთან ერთად ამოწმებს პასუხებს და, საჭიროების შემთხვევაში, ერთად ასწორებენ შეცდომებს.
შემდეგ მასწავლებელი სთხოვს, გაეცნონ მეორე სავარჯიშოს პირობას და შეასრულონ დავალება (Qu’est-ce qu’on fait pour…? Associez les fêtes et les activités). მოსწავლეები ჯგუფებში მსჯელობის შედეგად უკავშირებენ დღესასწაულებს შესაბამის საქმიანობებს, მასწავლებელთან ერთად ამოწმებენ პასუხებს და ასწორებენ შეცდომებს.
შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ქართული დღესასწაულები და მოსწავლეთა პასუხების კვალდაკვალ დაფაზე ჩამოწერს მათ. მოსწავლეები ადარებენ ქართულ და ფრანგულ დღესასწაულებს და ამოიცნობენ, რომელ მათგანს არ აღნიშნავენ საქართველოში და რომელს - საფრანგეთში, რომელია საერთო და რა მსგავსება და განსხვავებაა მათი აღნიშვნის რიტუალებში. მაგ.: ახალი წლისთვის ქართველები ამზადებენ გოზინაყს, ფრანგები კი - შოკოლადიან ნამცხვარს - ”საშობაო მორს” (la bûche de Noël) და ა.შ.
დაბოლოს, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ორი-სამი წინადადებით აღწერონ რომელიმე ქართული დღესასწაული შესწავლილი თემატური ლექსიკისა და ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით (Décrivez une fête de votre pays).

 

აქტივობის ნიმუში:

EXERCICE 1 :
Associez chaque photo à une fête.

photos 1-7

 

a. La Saint-Valentin

b. La fête du Travail,

c. Mardi gras

d. Le Nouvel an

e. Le 14 Juillet

f. Noël

g. La fête des Mères

 

EXERCICE 2:

Qu’est-ce qu’on fait pour…?

Associez les fêtes et les activités:

 

  1. Au nouvel an,
  2. Pour la fête du Travail,
  3. Pour mardi gras,
  4. À la Saint-Valentin,
  5. Le 14 Juillet,
  6. À Noël,
  7. À la fête des Mères,

a. on fait des crêpes

b. on offre du muguet à ses amis ou à sa famille.

c. on fait un grand repas en famille et on se fait des cadeaux.

d. on dit bonne année à sa famille et à ses amis.

e. on fait un cadeau à sa femme, à son mari.

f. on regarde le feu d’artifice.

g. on fait un cadeau à sa maman.

 

numbers 1-7

განმავითარებელი შეფასება:

მასწავლებელს, ძირითადად, მეგზურის ფუნქცია ენიჭება და დამკვირვებლის როლშია. იგი ცდილობს, ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, წაახალისებს ინიციატივის გამოვლინებას, აქებს მიღწევებისთვის. წარუმატებლობის შემთხვევაში ამხნევებს მათ და ეხმარება სირთულეების დაძლევაში. რადგან ამ ეტაპზე მოსწავლეების ლექსიკური მარაგი არც თუ ისე მდიდარია, მოსწავლეებს მსჯელობისას შეუძლიათ მშობლიური ენის გამოყენება.

 

მეთოდიკური კომენტარი:

უცხოური ენის სწავლების უმთავრესი მიზანია წარმატებული კომუნიკაცია, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც.
სოციოკულტურული მიდგომა ენის სწავლებისას ხელს უწყობს ენისა და ქვეყნების შესახებ ცოდნის გამდიდრებას, სამიზნე ენის ქვეყნისა და სხვა ერის კულტურისა და ყოფისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
მოცემულ აქტივობაში მოსწავლეთა ყურადღება მახვილდება საკუთარი და უცხოური კულტურის თავისებურებებზე. მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, გამოთქვან შეფასებები, გაავლონ პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ასწავლის საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასებას და ტოლერანტულ დამოკიდებულებას უყალიბებს სხვა ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.