6. უზიარებს მეგობრებს დაკვირვების შედეგებსა და გამოცდილებას

ტიპური აქტივობა 

შენიშვნა

6. კლასში ყოველთვის მოინახება მოსწავლე, რომელმაც გააცდინა წინა გაკვეთილი. მასწავლებელმა უნდა სთხოვოს სხვა მოსწავლეს, მოუყვეს მეგობარს, რა გაკეთდა და რა ისწავლეს წინა გაკვეთილზე. მასწავლებელმა ამ საუბარში უნდა ჩართოს სხვა მოსწავლეებიც, რომლებიც ასევე გაიხსენებენ და შეავსებენ მონაყოლს. ამ დროს მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, გაიხსენებენ და გაიმყარებენ ცოდნას.

კავშირიაქტივობა ..III.5. ამ აქტივობაში უნდა გამოიყენონ დღიურებიც (იგივე სავარჯიშო რვეულები), სადაც ჩაიხედავენ რაიმე ტერმინის, სახელის ან მეთოდის გასახსენებლად ან დასაზუსტებლად, აჩვენებენ მეგობარს, რა ჩაიხატეს ან რაზე ივარჯიშეს წინა გაკვეთილზე, დაეხმარებიან მას შეავსოს დანაკლისი თავის რვეულში.