2. იყენებს ფერთა გრადაციას

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა "დაბურული ტყე"

მოსწავლეები ხატავენ ხეებს. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიზუალურ მასალას და უხსნის როგორ შეიძლება რაც შეიძლება მეტი განსხვავებული მწვანე ფერის ტონის მიღება ხეების ფოთლების დასახატად. მათ შეუძლიათ მწვანე საღებავში შეურიონ სხვა ფერები, შეადგინონ მწვანე ლურჯის და ყვითლის შეზავებით, მიიღონ მოყვითალო, მოლურჯო, მოყავისფრო მწვანე. მოსწავლეებს შეუძლიათ შიგადაშიგ, ფოთლებში სუფთა წითელი, ლურჯი, სუფთა ყვითელი ფერიც გაურიონ. ასეთივე მეთოდით უნდა დაიხატოს ხეების ტანიც მოსწავლეებმა რამდენიმე სხვადასხვა ფერის შეზავებით უნდა მიიღონ ბევრი სხვადასხვა ტონის ყავისფერი.

  

რესურსები

2. მასალა: სახატავი ფურცლები, გუაში, პალიტრა, ფუნჯები.

ვიზუალური მასალა: იან ბრეიგელის “ტყის მჭრელები”, კამილ პისაროს, ვინსენტ ვან გოგის პეიზაჟები. 

 

შენიშვნა

2. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ასევე  შესთავაზოს თემა – “ზამთრის ტყე”, სადაც მოსწავლეები თეთრის და ცისფერის სხვადასხვა ტონალობას გაათამაშებენ.