1. საუბრობს ნამუშევრით აღძრულ შთაბეჭდილებებზე

ტიპური აქტივობა

1. და 2. აქტივობა "ჩრდილების თეატრი" 

პატარა, მარტივსიუჟეტიანი, 15-20 წუთიანი სპექტაკლის ინსცენირება (“წითელქუდა”, “სამი გოჭი” ან ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოდან შერჩეული ნებისმიერი მოთხრობა) საკუთარი ძალებით დამზადებულ დეკორაციაში.

მოსწავლეები მოზრდილი ყუთისგან* დაამზადებენ ეკრანს – ყუთის ერთ გვერდს გამოჭრიან, გადაჭიმავენ და დააწებებენ პერგამენტის ქაღალდს.

თხელ მუყაოზე ფანქრით დახატავენ (პროფილში) და გამოჭრიან წარმოდგენის პერსონაჟების სილუეტებს. სილუეტებს უკნიდან უნდა დაუმაგრდეს გრძელი, თხელი ჯოხები, რომლებითაც მოსწავლეები აამოძრავებენ თოჯინებს. შესაძლოა, თოჯინებს ჰქონდეთ ორი ნაწილი (თავი და ტანი, ან ხელი და ტანი). ნაწილები ერთმანეთზე უნდა დამაგრდეს ისე, რომ მათ ოდნავ შეძლონ მოძრაობა – თავის დახრა ან ხელის აწევა (მაგ. ჭიკარტით ან სკრეპით, რომელსაც წვეტიანი ფეხი თოჯინის უკან ექნება გაშლილი და მოღუნული). ასეთ შემთხვევაში სახელური უკეთდება ყოველ ცალკეულ ნაწილს.** თოჯინები უნდა შეღებოს მუქი ფერის საღებავით. მოსწავლეები დახატავენ დეკორაციის სილუეტებს და განალაგებენ ეკრანის უკან.

ეკრანის და დეკორაციის უკან უნდა მოთავსდეს ნათურა. მოსწავლეებმა განათება ისე უნდა დაარეგულირონ, რომ მაყურებელმა ეკრანზე დაინახოს დეკორაციის და თოჯინების მუქი სილუეტები და ვერ შეამჩნიოს თოჯინების მატარებელი მოსწავლეების ჩრდილები. 

 

რესურსები

1,, 2. ხის ჩარჩო (არა უმცირეს 60X60 სმ) ან მოზრდილი მუყაოს კოლოფი. მუყაო დეკორაციის და თოჯინების დასამზადებლად.

 

კავშირი სხვა საგნებთან

1. და 2. ქართული ლიტერატურა.

 

 

შენიშვნა

1. და 2. (იხ. აქტივობა: ს.გ.IV.6-2)

* მუყაოს ყუთს ორ, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს არ უნდა ჰქონდეს კედლები და სახურავი.

ერთ გვერდზე გადაიჭიმება პერგამენტის ქაღალდის ეკრანი, მეორე მხარე კი უნდა იყოს ცარიელი, რათა იმ მხრიდან ეკრანს სინათლე მოხვდეს. ყუთს სახურავი არ უნდა ჰქონდეს, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ მუყაოს თოჯინებით მანიპულირება.

** არ ღირს ორზე მეტი ნაწილის გაკეთება, რადგან მოსწავლეს გაუჭირდება ასეთი თოჯინის მართვა – ორი სახელური – ორი ხელი.