ჩემი წინადადება

WordSection1">

რესურსი

 ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეები სხედან წრეში. მასწავლებელი უსახელებს მათ იმ ისტორიის სათაურს (მაგალითად, ”თავგადასავალი ტყეში”), რომელზედაც მათ უნდა შექმნან ამბავი. პირველი მოსწავლე ამბობს პირველ წინადადებას (მაგალითად, საღამო ხანი იყო...), მეორე აგრძელებს და ა.შ. თითო მოსწავლეს მხოლოდ ერთი წინადადების თქმის უფლება აქვს. თუ ერთ წრეზე ისტორია არ დამთავრდება, პირველი მოსწავლე იწყებს მეორე წრეს მანამ, სანამ ისტორია დასრულებულ სახეს არ მიიღებს.

 

შეფასება

შეფასდება თანამიმდევრული თხრობის, ფანტაზიის უნარი, ლოგიკურობა, ენობრივი გამართულობა.

 

მეთოდური მითითება

შეიძლება, სათაურის ნაცვლად მივცეთ ნახატი და ამის  საფუძველზე შეიქმნას ამბავი. ამ აქტივობის მოდიფიცირება შესაძლებელია მესამე და მომდევნო კლასებშიც.