4. ხატავს ლიტერატურული ნაწარმოების, ფილმის, მულტფილმის გმირებსა და ასევე, საკუთარი წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟებს

ტიპური აქტივობა

4. აქტივობა "ჩემი საყვარელი ნაწარმოების გმირი" 

გაკვეთილზე იმართება დისკუსია ყველა მოსწავლისთვის ცნობილი ამა თუ იმ ნაწარმოების გმირის შესახებ. მოსწავლეებმა უნდა აღწერონ, როგორი წარმოუდგენიათ ეს პერსონაჟი (ლიტერატურული ნაწარმოების შემთხვევაში) ან დაახასიათონ მისი  თვისებები, ჩამოაყალიბონ, რატომ მოსწონთ  იგი, რას გააკეთებდნენ მის ადგილას და ა.შ. დისკუსიის შემდეგ დახატავენ სიუჟეტს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სცენა ნაწარმოებიდან, ისე მოსწავლის ფანტაზიით დამთავრებული, გადაკეთებული სიუჟეტი, სადაც მთავარი მოქმედი პირი დისკუსიაზე გარჩეული პერსონაჟი იქნება.

     

რესურსები

4. სახატავი ფურცელი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები.

  

შენიშვნა

4.  ქართ.III.7.

მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.