3. აკეთებს საკლასო ან საკუთარი ოთახის ინტერიერის ესკიზს

ტიპური აქტივობები

3. აქტივობა I. “ჩემი ოთახი

მოსწავლეები ათვალიერებენ ვიზუალურ მასალას. ადარებენ ერთმანეთს ხელოვნების ნაწარმოებებს (სხვადასხვა მხატვრის მიერ დახატულ ფერწერულ ნამუშევრებს, სადაც ინტერიერია გამოსახული) და პრაქტიკული მიზნით შესრულებულ ინტერიერებს, თეატრალურ ესკიზებს. 

შემდეგ დახატავენ საკუთარი ოთახის ან წარმოსახვით შექმნილი ოთახის ესკიზს.

 

რესურსები

3.I. ვიზუალური მასალა: ვინსენტ ვან გოგის “ოთახი”, იან ვერმეერის “მუსიკის გაკვეთილი,” ეჟენ ბუდენის “მხატვრის სახელოსნო”, ანრი მატისის “მხატვრის სახელოსნო”; ნინა ბრაილაშვილის ინტერიერების ჩანახატები და რუსუდან ჯავრიშვილის “პაპაჩემის დარბაზი ერთაწმინდაში”. ინტერიერების ეს- კიზები ან ფოტოები ჟურნალებიდან.

 

შენიშვნა

3.I. მოსწავლეები ამ დავალებას ისე შეასრულებენ, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ – სავარაუდოდ, უმეტესობა დახატავს ყველაფერს ერთ სიბრტყეზე, რაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელი და ნორმალურია. 

 

 

3. აქტივობა II. ესკიზი სპექტაკლისთვის

მოსწავლეები ხატავენ (ფანქრით და შემდეგ საღებავებით) ესკიზს სპექტაკლისთვის (საახალწლო ან გამოსაშვები), რომელშიც მონაწილეობენ.

 

რესურსები

3.II. სცენოგრაფია: პეტრე ოცხელის “ურიელ აკოსტა”, სოლიკო ვირსალაძის “მაკნატუნა” “მძინარე მზეთუნახავი”, ელენე ახვლედიანის “მადამ სანჟენი”, “ტურბინების დღეები”, ლადო გუდიაშვილის “მაია წყნეთელი”, დავით კაკაბაძის “აკაკის აკვანი” და “დაკარგული სამოთხე”, სერგო ქობულაძის “მეფე ლირი”, სიდამონ-ერისთავის “ცხვრის წყარო”. http://burusi.word-press.com/art

  

შენიშვნა

3.II. აქტივობის შესრულებისას, მასწავლებელს შეუძლია, აუხსნას მოსწავლეებს (და აჩვენოს მაგალითები), რომ დეკორაციის ესკიზის დასახატად, საჭიროა წარმოდგენა იმ სცენისა, რომელზეც გათამაშდება სპექტაკლი და შეეცადონ, ნამუშევარში “დეკორაცია” განალაგონ სხვადასხვა სიბრტყეზე – ზოგი რამ ახლოს, წინა პლანზე, ზოგი კი - მოშორებით, უკანა პლანზე.

კავშირი..V.1.-­4, 5, 6.