4. ასახავს ნამუშევარში ბუნებაზე და ბუნების მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს (მაგ. გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს და ამინდს)

ტიპური აქტივობა

4. აქტივობა "ბუნების მოვლენები"

მოსწავლეები სიტყვიერად აღწერენ სხვადასხვა ბუნების მოვლენას, წვიმას, ელვას, ქარს, ვულკანის ამოფრქვევას, წყალდიდობას... დაახასიათებენ თუ რა ფერის არის ბუნება, ამა თუ იმ მოვლენის დროს. ამოირჩევენ თუ ვინ რა ბუნების მოვლენას ასახავს და შეასრულებენ ნამუშევარს. კავშირი: .. IV.1, .. IV.4.

  

რესურსები

4. ვიზუალური მასალა: ფრანსისკო გოია, ივან შიშკინის “წვიმა”, ჯოზეფ მ. უ. ტერნერის ზღვის პეიზაჟები, კარლ ბრიულოვის “პომპეის უკანასკნელი დღე”, ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავიანი ღამე” ალექსანდრე ციმაკურიძის პეიზაჟები; სახატავი ფურცელი, გუაში.

 

კავშირი სხვა საგნებთან

4. ბუნებისმეტყველება