2. ამოიცნობს მხატვრულ ნამუშევრებში ბუნების მოვლენებს, განსხვავებულ რელიეფს, მცენარეებს და სხვა

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა "ბუნება" 

სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას, ვიზუალური მასალის დათვალიერების დროს, მოსწავლეებმა უნდა აღწერონ, რა არის გამოსახული პირველ და უკანა  პლანებზე. ასევე უნდა აღწერონ წელიწადის დრო ნახატზე გამოსახული მცენარეების, ადამიანთა ჩაცმულობის მიხედვით; რელიეფი, ბუნების მოვლენები და იმსჯელონ, მხატვრულ ხერხებსა და მათ დატვირთვაზე ნამუშევარში.

მოსწავლეები ხატავენ ნამუშევარს, რომლის უკანა პლანზე გამოსახული იქნება რაიმე ლანდშაფტი და თვალსაჩინო იქნება წელიწადის ან დღე-ღამის რომელიმე მონაკვეთი.

 

კავშირი სხვა საგნებთან

2. ბუნ.IV.6. მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.