2. საუბრობს იდეებზე, რომლებიც მიიღო სხვისი ნამუშევრიდან

ტიპური აქტივობა 

2. აქტივობა "ასლი"

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ნაწარმოებს, რომელიც გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს ამ ასაკის ბავშვებზე და ამავდროულად, მისი  მეხსიერებით დახატვა არც ისე რთულია. მაგ. ანრი მატისის “თევზები აკვარიუმში”. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად დააკვირდნენ ნამუშევარს და იმსჯელონ ნახატის, ფერების შესახებ. ისაუბრონ, განსაკუთრებით რა მოსწონთ ან არ მოსწონთ ამ ნახატში. ამის შემდეგ მასწავლებელი შეინახავს ილუსტრაციას და დაავალებს მოსწავლეებს დამახსოვრებულის მეხსიერებით დახატვას. 

  

რესურსები

2. მასწავლებლის მიერ შერჩეული რეპროდუქცია გუაში, პასტელი.

 

შენიშვნა

მატისის ,,თევზები აკვარიუმში

ანრი მატისის “თევზები აკვარიუმში”.