თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი

აქტივობების აღწერა

1. ზემოთ მოტანილ ექსპერიმენტთა მონაცემების წარმოდგენა მოსწავლეს Microsoft Office Excel ელექტრონული ცხრილებითაც უნდა შეეძლოს. ცხრილების სტრუქტურაყურადღებას მოითხოვს მისგან, რადგან სვეტოვანი და წრიული დიაგრამები მათ საფუძველზე აქვს ასაგები.

თუ, მაგალითად, მოსწავლემ გამოკითხვა ჩაატარა, ვის რომელი კანფეტი უყვარს, მონაცემები ელექტრონულ ცხრილში ასე უნდა შეიტანოს:


 კანფეტები


შემდეგ კი სვეტოვანი და წრიული დიაგრამები ააგოს. (წრის პროპორციულ ნაწილებად დაყოფისას შეიძლება IV.8 პუნქტში მოცემული თემის  მოშველიება)

 ვის რომელი კანფეტი უყვარს - სვეტოვანი დიაგრამა          ვის რომელი კანფეტი უყვარს - წრიული დიაგრამა

 

 

რესურსები

ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი, პროგრამა Microsoft Office Excel. 

ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამა Microsoft Excel-ის გამოყენების დეტალური ვიდეო ინსტრუქცია.