სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა

აქტივობების აღწერა

1. მასწავლებელი აღწერს ფიგურას და მოსწავლეები ცდილობენ აღწერილობის საფუძველზე ფიგურის ამოცნობას. მაგ., რომელ ფიგურას აქვს 8 წახნაგი?  ამ დროს შეიძლება დასახელდეს შვიდკუთხა პირამიდა, ექვსკუთხა პრიზმა, ოქტაედრი.

2. მასწავლებელი აღწერს ფიგურას უფრო დაწვრილებით; კერძოდ, რომელ ფიგურას აქვს  6 წახნაგი და 9 წიბო? რამდენი წვერო ექნება ასეთ ფიგურას? კიდევ რომელ ფიგურას აქვს 9 წიბო? არსებობს თუ არა ცხრაწიბოიანი პირამიდა?

ამ სახის აქტივობები შეიძლება ჩატარდეს როგორც ჯგუფურად, ასევე წყვილებში, შესაძლებელია დისკუსიის მოწყობა. მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს დამზადებული ამ ფიგურების მაკეტები (მოდელები).

3. მასწავლებელი აჩვენებს  მოსწავლეებს შლილს და მოსწავლეებმა უნდა  ამოიცნონ  ფიგურა, რომელიც აიწყობა ამ შლილის მეშვეობით, და პირიქით, აჩვენებს ფიგურას და მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ მისი  შლილი. 


 შლილი ფიგურები            შლილი ფიგურები 1