სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა

აქტივობის აღწერა

WordSection1" style="text-align: justify;">

I. სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისანალიზი

ზოგიერთი სტანდარტული ტექსტური ამოცანა მარტივად შეიძლება გადაკეთდეს სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ნიმუშად. რის შემდეგაც შესაძლებელია მისი  ანალიზი. მაგ.:

1. ზოოპარკში შესასვლელი ბილეთი 40 თეთრი ღირს, ერთი ჭიქა ბატიბუტი კი ღირს 10 თეთრი. რამდენი თეთრი დაეხარჯება თედოს ზოოპარკში, თუ ის ერთ ჭიქა ბატიბუტსაც შეიძენს?  3

ჭიქას შეიძენს?

რაზეა დამოკიდებული თედოს მიერ დახარჯული თანხის რაოდენობა (შეძენილი ბატიბუტის რაოდენობაზე), როგორ ჩავწეროთ დახარჯული თანხა,  თუ თედო х ჭიქა ბატიბუტს შეიძენს? შეიძლება თუ არა გავიგოთ თედოს მიერ ნაყიდი ბატიბუტის რაოდენობა, თუ მან ზოოპარკში მხოლოდ ბატიბუტი მიირთვა და 1 ლარი დახარჯა?

 

2. თათიას სჭირდება ზუსტად 6 ფანქარი, მაგრამ შეუძლია იყიდოს რვეულების  სხვადასხვა რაოდენობა. х ცალ რვეულსა და 6 ფანქარში მან ბ თეთრი გადაიხადა. ერთი რვეული 7 თეთრი ღირს, ერთი ფანქარი - 5 თეთრი. რას აღნიშნავს გამოსახულება 7•х? 6•5? 7•х + 5•6?

რაზეა დამოკიდებული გადახდილი თანხა?

წინადადებებაში შეავსე გამოტოვებული სიტყვები: “რაც უფრო მეტ რვეულს იყიდის თათია, მით უფრო ....... თანხას გადაიხდის”. მოცემული პირობის მიხედვით შეავსე  ცხრილში გამოტოვებული ადგილები

 რვეულების რაოდენობა

 

II. სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამომსახველი ცხრილის გავრცობა

დააკვირდი ცხრილს. რას ჩაწერდით ცხრილის მეორე სტრიქონის პირველ უჯრაში? შეავსეთ ცხრილის ცარიელი უჯრები

 

ცარიელი უჯრების შევსება