აქტივობები. შეუძლია პრობლემების გადაჭრა გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და მიმართებების გამოყენებით

აქტივობების აღწერა

 

I. ტერმინების გამოყენება

1. დაამთავრე წინადადებები:

“ჩვენს კლასში ზოგიერთი მოსწავლე ------ “. შეიძლება თუ არა, რომ ამ წინადადებაში სიტყვა “ზოგიერთი” შევცვალოთ სიტყვით „ ყველა“?

 

2. სწორია თუ არა წინადადებები და რატომ:

შენს  ერთ-ერთ თანაკლასელს ლურჯი ქურთუკი აცვია? ზოგიერთს  აცვია? ყველას აცვია?

არცერთს არ აცვია?


3. სწორია თუ არა წინადადებები:

ჩვენი კლასის ყველა ვაჟმა იცის ჭადრაკის თამაში.

ჩვენი კლასის არცერთი მოსწავლე არ არის ქერათმიანი.

ყველა ბურთი მრგვალია.

ზოგიერთი ბურთი მრგვალია.

ყველა კვადრატი ოთხკუთხედია.

ყველა ოთხკუთხედი კვადრატია.

ყოველი ათწილადის დამრგვალებით მივიღებთ მასზე დიდ ათწილადს.

ყოველი რიცხვის მესამედი ამ რიცხვზე ნაკლებია.

ყველა მარტივი რიცხვი ნატურალურია.

ყველა კვადრატი  მართკუთხედია.

ყველა ნატურალური რიცხვი შეიძლება წილადის სახით ჩაიწეროს.

მცდარ წინადადებებში შეცვალეთ სიტყვა „ყველა“, „არცერთი“,  „ზოგიერთი„ ისე, რომ სწორი წინადადებები მიიღოთ.

  

4. მოიგონე მცდარი/ჭეშმარიტი წინადადებები, გამოიყენე სიტყვები : “ყველა”, “ყოველი”, “თითოეული”, ზოგიერთი”, “ერთ-ერთი”, “არცერთი”, “ერთადერთი”.

 

II. ზოგადი-კერძო ტიპის მიმართებები

1. ცხოვრებისეული მაგალითები, რომლებიც დაკავშირებულია ზოგადი/კერძო ტიპის მიმართებებთან. მაგ.: მერცხალი - ფრინველი, ვეფხვი - მტაცებელი ცხოველი, ვარდი - მცენარე.

2. ზოგადი/კერძო ტიპის მიმართებების გამოსახვა  ისრების საშუალებით. მაგ., ქვემოთ  მოცემული პირველი სიმრავლის თითოეული ელემენტი ისრით დააკავშირეთ მეორე სიმრავლის შესაბამის  ელემენტთან:

კერძო და ზოგადი დასახელებები 

3. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, თავად შექმნან ზოგადი/კერძოს დამოკიდებულების რამდენიმე მაგალითი.