ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა

აქტივობების აღწერა

WordSection1" style="text-align: justify;">

მოსწავლემ სხვადასხვა ამოზნექილი მრავალწახნაგა სხეულის წახნაგების, წიბოების და წვეროების რაოდენობის მაჩვენებლებით უნდა შეადგინოს ცხრილი და დამატებითი სვეტის ყოველ სტრიქონში შესაბამისი სხეულის წახნაგებისა და წვეროების რაოდენობათა ჯამი შეიტანოს, ოღონდ წიბოთა რაოდენობით შემცირებული. იგივე უნდა სცადოს ჩაზნექილი სხეულებისათვისაც. ფაქტების  შედარებით მიღებული დასკვნების თაობაზე გამოთქვას საკუთარი შეხედულება, რამდენადაც მისთვის ხელმისაწვდომია. ოღონდ მოსწავლეს თავიდანვე უნდა განუმარტონ ამოზნექილი სხეული, რომ მისი  ნებისმიერი ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი მთლიანად მასშივე დევს.

მასწავლებელი აჩვენებს  მოსწავლეებს მრავალწახნაგებს. მოსწავლეებმა ცხრილის შესაბამის სვეტებში უნდა გადაიტანონ წახნაგების, წიბოების და წვეროების რაოდენობა. მოსწავლეებმა თითოეული ფიგურისათვის უნდა გამოითვალონ გამოსახულების მნიშვნელობა: წვეროების რაოდენობას მიმატებული წახნაგების რაოდენობა და გამოკლებული წიბოების რაოდენობა და თავად დარწმუნდნენ, რომ ამოზნექილი მრავალწახნაგასთვის ამ გამოსახულების მნიშვნელობა მუდმივია და უდრის 2–ს.  აქვე მასწავლებელმა უნდა აჩვენოს  არაამოზნექილი ფიგურები. მოსწავლეები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათთვის ეს მაჩვენებელი სხვადასხვაა.

არაამოზნექილი ფიგურები 

 

არაამოზნექილი ფიგურები 1    არაამოზნექილი ფიგურები 2

 

რესურსები

სხვადასხვა სახის მრავალწახნაგის მოდელები.