აქტივობა 4. რუკის კითხვა; მარშრუტის მიხედვით სიმულაციური მოგზაურობა

რუკასთან გამოგვყავს ორი მოსწავლე. ერთი უჩვენებს საქართველოს, კერძოდ – კახეთს, ხოლო მეორე – ირანს, კერძოდ კი ფერეიდნის პროვინციას. მოსწავლეები რუკაზე გაივლიან იმ გზას, რაც ქართველმა ტყვეებმა გაიარეს საუკუნეების წინ (შეგვიძლია დროის შუალედი უფრო ზუსტად გამოვათვლევინოთ (5-3)); კარგი იქნება, თუ შევიტანთ რეპროდუქციას სამშობლოდან მოწყვეტა და დავუსვამთ წინასწარ შედგენილ კითხვებს (ნიმუში 2-3). ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს საკითხს და აღქმაში დაეხმარება ბავშვებს.

და კიდევ: თუ მასწავლებელს ექნება საშუალება, პატარა ნაწყვეტი ამოიღოს ქართული მხატვრული ფილმიდან „ბაში-აჩუკი” და იქვე უჩვენებს კლასს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს თემა სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ბავშვებს.

ატრივობა 10


საქართველოს ფიზიკური რუკა, ფორმატის ქაღალდი;
რესურსები

  1. საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკა, წყაროები;
  2. თანდართული წყაროები და ლექსიკონი;
  3. ევრაზიის (კედლის) რუკა;  ბ„საქართველოს ისტორიის ალბომი”, თბ., 2004 წ; (რეპროდუქცია „სამშობლოდან მოწყვეტა”.);  გმხატვრული ფილმი „ბაში-აჩუკი”, ფრაგმენტი 2.19 წთ.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ გარდა შიდა მიგაციებისა, წარსულში საქართველოდან გარე მიგრაციებიც განხორციელებულა. მაგალითისათვის მოვუყვანოთ ფერეიდნელი ქართველები. ამ საკითხის შეტანა თავისთავად ხდება შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობების თემასთან დაკავშირებით. მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ ეს მიგრაცია ომებით იყო გამოწვეული და ეტაპობრი- ვად ხდებოდა მე-17 საუკუნის განმავლობაში.