აქტივობა 4. ერთი ფორმით მოცემული ინფორმაციის გრაფიკულად ასახვა რუკაზე

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ეს ამოცანა კვალიფიციურად შეასრულონ, უნდა შევახსენოთ, რომ ბრძოლის აღსანიშნავად მიღებულია რუკაზე გადაჯვარედინებული ხმლების დატანა.

მოწინააღმდეგეთა ჯარების გადაადგილება ისრებით გამოისახება. ეს ინფორმაცია ყოველი რუკის ლეგენდაში დევს გარკვეული სახეცვლილებით. საჭიროა, მოცემულ თემატურ კონტურულ რუკაზე მუშაობის დაწყების წინ, ყურადღებით წაიკითხონ ლეგენდაში მოცემული პირობები. მაგ: რუკაზე „საქართველო მე-13 ს. დამდეგს” შეიძლება ორი ბრძოლის ადგილი დავატანინოთ – შამქორის და ბასიანისა; რუკაზე „საქართველო მე-18 ს. მეორე ნახევარში” დავატანინოთ ყვარლის, მჭადიჯვრის, ასპინძის, ხრესილისა და კრწანისის ბრძოლები. ამისათვის უნდა გამოიყენონ საქართველოს ისტორიული ატლასი.

ასევე, სრულყოფილი წარმოდგენა ექმნებათ მოსწავლეებს, როდესაც საკუთარი ხელით აფერადებენ.


ასქართველ მეფე ერეკლე II-ს დროს

 

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს სამ ძირითად მომენტს:

ა) მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;

ბ) მაგალითების მოყვანას;

გ) მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობას.

 

რესურსები

„ქართლის ცხოვრება” (ადაპტირებული ტექსტი). კონტურული რუკა, ფერადი ფანქრები, საქართველოს ისტორიული ატლასი.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

საქართველოს ისტორია სავსეა ომებისა და ბრძოლების მაგალითებით. აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება ხოლმე მოსწავლეებთან ომისა და მშვიდობის ზოგად საკითხებზე საუბარი. განსაკუთრებით აქტუალურია მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა საომარ ვითარებაში. მოსწავლეებს ხშირად უწევთ მოსმენა, რომ მტრის შემოსევის წინ მოსახლეობა ტყეში ან მთაში იხიზნებოდა. პირველ რიგში, ხიზნავდნენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. დღეს ომის ტექნოლოგია წინ წავიდა, ახლა ტყესა და მთაში ვერავინ დაიმალება, ამიტომ თანამედროვე მსოფლიოში ომის სხვა კანონები მოქმედებს, სადაც წერია, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების, ზედმეტი მსხვერპლისა და კულტურულ ფასეულობათა განადგურების გარეშე. ასევე ნორმირებულია სამხედრო ტყვეების მდგომარეობა და მათდამი დამოკიდებულება. 

კარგი იქნება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს შემოქმედებითი ხასიათის სამუშაო, რომლის შესრულებისას მოზარდები უკეთ წარმოიდგენენ სიტუაციას და დამოუკიდებლად მივლენ გარკვეულ დასკვნებამდე.