აქტივობა N3. როლური თამაში. ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვა

შედეგი:

გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.

ინდიკატორები:

  • რუკისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს; მოჰყავს ანალოგები სხვა ქვეყნებთან (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, ტაიგა და სხვა);
  • აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს (რუკები, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები და სხვა), მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის, განსახლების თავისებურებების შესახებ; ადარებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს და შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში;
  • იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს; ადარებს სხვა ქვეყნებს და გამოთქვამს ვარაუდს, როგორ შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა ტრადიციების მრავალფეროვნება ქვეყანის განვითარებისათვის;
  • ეკონომიკური საქმიანობის დარგობრივი სტრუქტურის საფუძველზე აჯგუფებს ქვეყნებს განვითარების სტადიების მიხედვით (აგრარული, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული);
  • ექსპორტ-იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, მსჯელობს ქვეყნის რესურსებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის დარგების შესახებ; ადარებს ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით;
  • აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს (ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური); გამოთქვამს მოსაზრებას არსებული პრობლემების წარმატებით გადაჭრის შესახებ;
  • აანალიზებს ტექსტურ ინფორმაციას, სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ საშუალებებს და განსაზღვრავს, როგორ იცვლებოდა შერჩეული ქვეყნის როლი მსოფლიოს ფონზე; გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე (სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი).

 

შენიშვნა:

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი;
  2. ბუნებრივი ზონების გავრცელების არეალების რუკები;
  3. BBC-ის დოკუმენტური სერიალი „პლანეტა დედამიწა“: ტყეები; უდაბნოები; პოლუსიდან პოლუსამდე; ველური კუნძულები.
  4. გეოგრაფია (ლექსიკონი+ცნობარი) – მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე;
  5. ინტერნეტსაიტები:europa.euhttp://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ბიოლოგია, ისტორია, სამოქალაქო განათლება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს:

ვიდეომასალა, როგორც სასწავლო რესურსი, კონკრეტული სასწავლო თემის ან საკითხის გაცნობას უწყობს ხელს: ხსნის პროცესს, ასახავს გეოგრაფიულ ადგილებს, ზონებს, ლანდშაფტებს, ქვეყნებს; ადარებს ორ ან მეტ ადგილს; ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, ტრადიციებს;

დოკუმენტური ფილმების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილს საინტერესოს და ხალისიანს ხდის. მათი საშუალებით ადვილდება მოსწავლის მიერ რეალობის აღქმა, უვითარდებათ დაკვირვების უნარი.

მაგალითად, ფილმიდან ამაზონის ტყეებზე მოსწავლე გაიგებს:

  • რა არის ტროპიკული ტყეები;
  • როგორ იყენებენ ადამიანები ამ ტყეებს;
  • როგორ ცხოვრობს აქ ადგილობრივი მოსახლეობა;
  • როგორია ტროპიკული ტყეების ექსპლუატაცია და რა შედეგები მოჰყვება მას;
  • ჩანს თუ არა გაუდაბურების პროცესი და როგორ აისახება ეს მცენარეთა და ცხოველთა სახეობებზე;
  • როგორ აისახება ტყეების გაჩეხვა ადგილობრივ მოსახლეობაზე;
  • როგორი შეიძლება იყოს ტროპიკული ტყეების გამოყენება;
  • როგორი იქნება ეს ტყეები მომავალში, თუკი ექსპლუატაცია იმავე მოცულობით გაგრძელდება.

 

აქტივობის აღწერა:

იქმნება „ევროკავშირის ექსპერტთა“ ჯგუფები, რომლებმაც ევროკომისიას უნდა წარუდგინონ  სამომავლო, 2013-2020 წლების ბიუჯეტის პროექტის საკუთარი არგუმენტირებული ვარიანტი, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული პრიორიტეტები (აღმოსავლეთ ევროპის განვითარება, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების დონის თანაფარდობის მიღწევა, ეკოლოგიული პრობლემების გააზრება და ა. შ.).

მოსწავლეები პრეზენტაციას წარმოადგენენ მათთვის სასურველი ფორმით. გამარჯვებული პროექტის ავტორთა ჯგუფი წახალისდება ფულადი პრემიით.

პროექტის შემუშავების დროს სასურველია გამოიყენონ ევროკავშირის ბიუჯეტის 2012 წლის მონაცემები.

1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზი გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ევროკავშირის ბიუჯეტი წევრ ქვეყნებს შორის კვლევისა და ინოვაციების, განათლების, ტრანსევროპული ქსელების, სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროების განვითარებისათვის.

 

 

კარტოგრაფიული ანამორფოზი

 

 

2. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზი გვიჩვენებს ევროკავშირის სტრატეგიას ნაკლებად განვითარებული ევროკავშირის ქვეყნებსა და რეგიონებში, მდგრადი განვითარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რეგიონთაშორის თანამშრომლობას და ინტეგრაციის პოლიტიკას.

 

კარტოგრაფიული ანამორფოზი

 

 

3. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზი ასახავს, თუ რა დარგებს ხმარდება ევროკავშირის ბიუჯეტი. დაფინანსების ნაწილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან მოიცავს საერთო სამეურნეო პოლიტიკას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და გარემოს დაცვაზე გათვალისწინებულ ხარჯებს.

 

22%20copy.jpg" alt="კარტოგრაფიული ანამორფოზი" width="550" />

 

 

4. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზი გვიჩვენებს ადმინისტრაციულ ხარჯებს ყველა ევროპულ ინსტიტუტში, ასევე, პენსიებსა და ჯანდაცვაში.

 

კარტოგრაფიული ანამორფოზი