აქტივობა 3. კოგნიტური დიაგრამის (სააზროვნო სქემის) შედგენა

შედეგი

გეო.VII.1. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს გეოლოგიური წელთაღრიცხვის სისტემა

 

ინდიკატორები

  • გამოთქვამს ვარაუდს დედამიწის განვითარების განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების თანმიმდევრობის შესახებ (მაგ., ჰიდროსფეროს, ატმოსფეროს, კონტინენტებისა და სიცოცხლის წარმოშობა) და ადარებს მას გეოქრონოლოგიურ სკალას;
  • გეოქრონოლოგიური სკალის მეშვეობით აჯგუფებს გეოლოგიურ ერებს და მათთვის დამახასიათებელ ორგანულ სამყაროს.

 

რესურსები

 

კავშირი სხვა საგნებთან

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეებს გაკვეთილზე მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეებს ხელთ ეძლევათ ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობებისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა.

პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა აუხსნას სააზროვნო სქემების მნიშვნელობა, ამასთანავე, მათი გამოყენებაც ასწავლოს. შესაძლებელია, მასწავლებელმა თავდაპირველად თავად შეავსოს რამდენიმე ნიმუში კლასის წინაშე იმის საილუსტრაციოდ, როგორ უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა დიაგრამები, შემდეგ კი დაავალოს ნებისმიერი საკითხის თუ კონტექსტის მიმართ სააზროვნო სქემებით მუშაობა. დროთა განმავლობაში მოსწავლეები აითვისებენ ამ ხერხის გამოყენების ტექნიკას, თავადაც შეარჩევენ ადეკვატურ სააზროვნო სქემას და მეტიც, სურვილიც კი გაუჩნდებათ, რომ თვითონ შექმნან სქემა, რომელიც დავალების ტიპს ყველაზე უკეთ მოერგება.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა ჯგუფებად, მასწავლებელი აძლევს მათ ტექსტს, სურათებს და რუკებს.

XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდა. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი _ პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა, რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს პროცესი ცნობილია, როგორც კონტინენტების დრეიფის თეორია. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე – პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთი ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს – გონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გაჩნდა ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეები.

1 23

4

5

6

 

მოსწავლეებმა ტექსტისა და მოცემული რესურსების გაანალიზების შემდეგ უნდა წარმოადგინონ პანგეას დაშლა სქემის სახით:

 

პანგეას დაშლა სქემის სახით: