აქტივობა 2. სკოლისგარე რესურსების ჩართვა სასწავლო პროცესში მინი-ლექციის მეშვეობით

პურისაგან განსხვავებით, განვიხილოთ ისეთი რესურსი, რომლის შესახემ ამ ასაკის მოწავლეებმა თითქმის არაფერი იციან – ესაა აბრეშუმი ან ბამბა. როცა ამ ასაკის მოსწავლეთა უმრავლესობას ეკითხებით, რა მასალის ტანსაცმელი აცვია, ვერ გიპასუხებთ და ამის გამო ხშირად სასაცილო მდგომარეობაც კი იქმნება. მათ გაოცებას საზღვარი არა აქვს, როცა იგებენ, რომ აბრეშუმს ჭია ამზადებს, ბამბა კი მიწიდან ამოდის.

კარგი იქნება თუ ეცოდინებათ, რომ შუა საუკუნეებში აბრეშუმი საქართველოდან ექსპორტზე გაჰქონდათ და ამას ქვეყნის ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად, საქართველოში თუთის ხეებს აშენებდნენ, სპეციალური ჯიშები გამოჰყავდათ, რომ მეტი აბრეშუმის ჭია გამოეკვებათ. როდესაც მე-11 ს-ში საქართველოში თურქ-სელჩუკების შემოსევები დაიწყო, ქართველი მეფეები თავდაპირველად იმედიანად იყვნენ და 

უმკლავდებოდნენ მათ, მაგრამ როდესაც სელჩუკებმა ასწლოვანი თუთის ხეების აკაფვა დაიწყეს, კაკლისა და ვაზის ნარგავებიც გაანადგურეს, საქართველოს ეკონომიკას საფუძველი შეერყა და დანგრევის საშიშროება შეექმნა. ამიტომ საქართველოს მეფე თავად ეახლა თურქ-სელჩუკთა სულთანს და ხარკი იკისრა იმის სანაცვლოდ, რომ თურქები ნარგავების აჩეხვას აღარ გააგრძელებდნენ.

ასეთი საუბრისა და კლასის შემზადების შემდეგ, სასურველია მათი წაყვანა აბრეშუმის მუზეუმში.


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლოს წიგნიერების, მედიაწიგნიერებისა და სემიოტიკურ კომპეტენციებს.

მე-3 აქტივობა შეგიძლიათ დაუკავშიროთ მე-5-ს.

 

რესურსები

ნუგზარ შატაიძეპურის მოთხრობა, 1998 .

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, 1979 წ. გვ. 196-209, თურქ-სელჩუკთა შემოსევები: აბრეშუმის მუზეუმი თბილისში;

  • დაფა და ცარცი;
  • რეზო ინანიშვილის მოთხრობა „შეშაზე”;
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმი ამავე ნაწარმოების მიხედვით.
  • საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკები, წყარო მინი-ლექციისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ბუნებისმეტყველება;
  2. ლიტერატურა;
  3. ისტორია;
  4. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. თავისთავად, პური ისეთი პროდუქტია, დღესაც რომ მოიხმარს ადამიანი, მაგრამ მოცემული ასაკის მოსწავლეეთან მაინც საჭიროა ამაზე საუბარი. კარგი იქნება, თუ მოსწავლე თანმიმდევრულად შეძლებს მთელი იმ პროცედურის დახასიათებას, რაც პურის მიღებას ესაჭიროება – მიწის დამუშავებას ხორბლის დათესვიდან – პურამდე.მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ საუკუნეების განმავლობაში ტექნოლოგიები შეიცვალა, გაუმჯობესდა და ადამიანებს გაუადვილდათ შრომის პროცესი. ამისათვის კარგი იქნება, თუ თავად მოსწავლეებს შევადარებინებთ პურის მოყვანის ძველ და ახალ მეთოდებს და ამას ცხრილის სახეს მივცემთ.
  2. პურისაგან განსხვავებით, განვიხილოთ ისეთი რესურსი, რომლის შესახებ ამ ასკის მოწავლეებმა თითქმის არაფერი იციან, ესაა აბრეშუმი ან ბამბა. ამ ასაკის მოსწავლეთა უმრავლესობა, როცა ეკითხებით, რა მასალის ტანსაცმელი აცვია, ვერ გიპასუხებთ. ამის გამო ხშირადსასაცილო მდგომარეობაც კი იქმნება. მათ გაოცებას საზღვარი არა აქვს, როცა იგებენ, რომ აბრეშუმს ჭია ამზადებს, ბამბა კი მიწიდან ამოდის.
  3. მართალია, მოცემული ასაკის მოსწავლეები, აცნობიერებენ ტყის მნიშვნელობას, ადამიანის მიერ მისი სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩამოვუყალიბოთ ტყის მიმართ გონივრული დამოკიდებულებაც, რასაც არაერთი თემა ეთმობა ბუნების კურსიდან, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასურველია, გავაგებინოთ, რომ საქართველოში ტყისადმი დამოკიდებულება საუკუნეების განმავლობაში გარკვეულ ტრადიციად და კულტურადაც კი ჩამოყალიბდა.
  4. მასწავლებელმა მოსწავლეს ნათლად უნდა დაანახოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების აუცილებლობა და ყოველდღიური ცხოვრებისეული მაგალითები წარუდგინოს.