აქტივობა 2. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ნახაზის აგება

თემის განხილვამდე მასწავლებელს შეუძლია, ჯგუფებს დავალებად მისცეს, გაიგონ სხვა კლასების მოსწავლეთა რაოდენობა და დააჯგუფონ ვაჟები და გოგონები ცალ–ცალკე. სასურველია, ინფორმაცია არა პარალელური, არამედ სხვა, განსხვავებული კლასებიდან მოიპოვონ (მაგ: მე-6, მე-7 ,მე-8კლასები). ერთ ჯგუფს ექნება მე–7 კლასი, მეორეს მე–8 კლასი და ა.შ. გაკვეთილისთვის მონაცემები ცხრილის სახით უნდა წარმოადგინონ. გაკვეთილზე ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც წინასწარ იქნება დახაზული კოორდინატთა სიბრტყე, თითოეული ჯგუფი თავის მონაცემებს გადაიტანს. ვაჟები ერთ მხარეს მოთავსდებიან, გოგონები – მეორე მხარეს. მოსწავლეები თავად ააგებენ სქესობრივ–ასაკობრივ პირამიდას. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ სქემატური ნახაზის შედგენაა შესაძლებელი. 

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, აღმოაჩნონ კავშირი ბუნებრივ მატებასა და სქესობრივ- ასაკობრივ სტრუქტურას შორის.


რესურსები

  1. საქართველოს ფიზიკური რუკა, ფორმატის ქაღალდი;
  2. საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკა, წყაროები;
  3. თანდართული წყაროები და ლექსიკონი;
  4. ევრაზიის (კედლის) რუკა;  ბ„საქართველოს ისტორიის ალბომი”, თბ., 2004 წ; (რეპროდუქცია „სამშობლოდან მოწყვეტა”.);  გმხატვრული ფილმი „ბაში-აჩუკი”, ფრაგმენტი 2.19 წთ.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ გარდა შიდა მიგაციებისა, წარსულში საქართველოდან გარე მიგრაციებიც განხორციელებულა. მაგალითისათვის მოვუყვანოთ ფერეიდნელი ქართველები. ამ საკითხის შეტანა თავისთავად ხდება შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობების თემასთან დაკავშირებით. მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ ეს მიგრაცია ომებით იყო გამოწვეული და ეტაპობრი- ვად ხდებოდა მე-17 საუკუნის განმავლობაში.