აქტივობა N2. გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა

შედეგი: 

გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების კვლევა და დემოგრაფიული ვითარების გაანალიზება

 

ინდიკატორები:

  • მსოფლიოს მოსახლეობის რასობრივი და ეთნიკური სტრუქტურის გეოგრაფიული თავისებურებების საფუძველზე ქმნის შესაბამის რუკას;
  • სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე აჯგუფებს ძირითად რელიგიებს წარმოშობის დროის, ერთმორწმუნე ქვეყნების რიცხვისა და მოსახლეობის რაოდენობის (ხალხმრავლობის) მიხედვით; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, რუკა და სხვა);
  • სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აჯგუფებს ქვეყნებს სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული კატეგორიების (სიცოცხლის ხანგრძლივობა, შობადობა, ჯანდაცვის და განათლების დონე) მიხედვით; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით;
  • სტატისტიკური ინფორმაციისა და შესაბამისი დემოგრაფიული მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ადარებს დემოგრაფიული გადასვლის ფაზებს; ცხრილში აჯგუფებს სხვადასხვა ფაზაში მყოფ ქვეყნებს;
  • მსჯელობს დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობაზე; ჯგუფური მუშაობისას შეიმუშავებს დემოგრაფიული პოლიტიკის შეფასების კრიტერიუმებს, ადარებს და აანალიზებს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგებს (წარმატებული და წარუმატებელი);
  • აანალიზებს მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პროგნოზებს და მის რეგიონულ თავისებურებებს; ადარებს მსოფლიოს მოსახლეობის მომავლის სცენარებს და შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით.

 

შენიშვნა:

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების დონის ამაღლებასა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი;
  2. ტექსტი: მსოფლიოს მოსახლეობის დინამიკა.
  3. მსოფლიოს პოლიტიკური რუკა; რუკები, რომლებზეც ასახულია მოსახლეობის რაოდენობა, სიმჭიდროვე და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული დანახარჯი ჯანდაცვის სფეროში (აშშ $). ანამორფოზული რუკები;
  4. ინტერნეტსაიტები:http://www.viewsoftheworld.net/?p=3535; http://www.worldmapper.org/.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

მათემატიკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს:

ევრისტიკული მეთოდი ეფუძნება მოსწავლის წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.

გეოგრაფია თავისთავად არის საგანი, რომლის სწავლაც კანონზომიერების გააზრების გარეშე შეუძლებელია. კანონზომიერებები გეოგრაფიაში სხვადასხვა ტიპისაა – ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების, მოსახლეობისა და დასახლებების, მეურნეობისა და რესურსების სივრცეში განაწილება გარკვეულ კანონზომიერებებს ექვემდებარება. იმისთვის, რომ ეს კანონზომიერებები არ იყოს მხოლოდ გაზეპირებული, გეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე მოსწავლეს თვითონ უწევს ამ კანონზომიერებების დადგენა.

ნაწილობრივი ძიების (ევრისტიკული) მეთოდის ამოცანაა, უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებით საქმიანობაში. ყველაზე ხშირად მეთოდი რეალიზდება პრობლემური, შემოქმედებითი ამოცანების მეშვეობით, რომელთა შესრულების საშუალებებიც მოსწავლეებისთვის წინასწარ უცნობია და არც მათი შესაძლო ამოხსნის გზებია გამოკვეთილი.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და აძლევს დავალებას.

  1. მათ უნდა დააჯგუფონ ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და გამოყონ მჭიდროდ დასახლებული რეგიონები არსებული ტექსტისა და რუკების მიხედვით. სამუშაოს წარმოადგენენ ცხრილის სახით.
  2. გაანალიზონ მსოფლიოს ფიზიკური და მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკები და ახსნან მოსახლეობის განსახლების კანონზომირებები.

 

მსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის სიჭიდროვის მიხედვით:

 

მსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის სიჭიდროვის მიხედვით: