აქტივობა 1. სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსაზრებების გამოთქმა

WordSection1">

მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის სხვადასხვა წლების საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებლებს (საკმარისია 2 მაჩვენებელიც). მას შემდეგ, რაც მოსწავლეები აღნიშნავენ რაოდენობის ცვლილებას, მასწავლებელი სვამს კითხვას:

  1. როგორ ფიქრობთ, რატომ იცვლება მოსახლეობის რაოდენობა?
  2. რა ახდენს გავლენას მოსახლეობის რაოდენობის ცვალებადობაზე?

ამ ასაკში მათ უკვე იციან, რომ ადამიანი იბადება და კვდება, შესაბამისად, ადვილად მივლენ იმ დასკვნამდე, რომ მოსახლეობის რაოდენობის ცვალებადობაზე გავლენას სწორედ ეს ორი ფაქტორი ახდენს. მოსწავლეებს შეუძლიათ ამ ფორმულის თავად გამოყვანა:

ბუნებრივი მატება = შობადობა – სიკვილიდანობა.


რესურსები

  1. საქართველოს ფიზიკური რუკა, ფორმატის ქაღალდი;
  2. საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკა, წყაროები;
  3. თანდართული წყაროები და ლექსიკონი;
  4. ევრაზიის (კედლის) რუკა;  ბ„საქართველოს ისტორიის ალბომი”, თბ., 2004 წ; (რეპროდუქცია „სამშობლოდან მოწყვეტა”.);  ) მხატვრული ფილმი „ბაში-აჩუკი”, ფრაგმენტი 2.19 წთ.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ გარდა შიდა მიგაციებისა, წარსულში საქართველოდან გარე მიგრაციებიც განხორციელებულა. მაგალითისათვის მოვუყვანოთ ფერეიდნელი ქართველები. ამ საკითხის შეტანა თავისთავად ხდება შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობების თემასთან დაკავშირებით. მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ ეს მიგრაცია ომებით იყო გამოწვეული და ეტაპობრი- ვად ხდებოდა მე-17 საუკუნის განმავლობაში.