აქტივობა 1. ისტორიული ხასიათის ფერწერული ტილოს რეპროდუქციის გამოყენება დამატებით წყაროდ ცოდნის გამდიდრებისა თუ განტკიცების მიზნით

შევიტანოთ კლასში ფერწერული ტილოს რეპროდუქცია „სტამბის გახსნა  თბილისში 1709  წელს”. სასურველია, აღნიშნული რეპროდუქცია წარმოვადგინოთ მას შემდეგ, რაც გავივლით თემას – მეფე  ვახტანგ  მეექვსეს  მოღვაწეობა.  ამ შემთხვევაში მასწავლებლის მიზანია აღნიშნული რეპროდუქცია სწორედ მეორად წყაროდ გამოყენება.

სტამბის გახსნა თბილისში 1709 წელს

მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს მომზადებული კითხვები ამ წყაროსთან დაკავშირებით. მაგალითად:

  1. წავიკითხოთ სურათის სათაური
  2. რა ვიცით პირველი სტამბის შესახებ ?
  3. თქვენი აზრით, რომელი ორი პიროვნება დგას სურათის ცენტრში?
  4. სად იმყოფებიან ეს ადამიანები?
  5. თქვენი აზრით, რა წიგნი უნდა ჰქონდეს ხელში სულხან-საბას?
  6. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას მეფე ვახტანგ მეექვსეს მარცხნივ?  რა ვიცით მის შესახებ, რა პროფესიისაა იგი, საიდან ჩამოვიდა? ვინ გამოგზავნა?
  7. ვინ შეიძლება იყოს სურათის წინა პლანზე მდგარი პატარა ბიჭი; როგორ მიხვდი, რომ იგი პატარა მხატვარია?
  8. ვინ ახლავს მეფე ვახტანგსა და სულხან-საბას, როგორ არიან ისინი ჩაცმულები, როგორი გამომეტყველებააქვთ სახეზე?
  9. როგორ ფიქრობთ, კმაყოფილია თუ არა მეფე ახალნაბეჭდი წიგნით?
  10. რა ხედი მოჩანს სტამბის სარკმლიდან?
  11. ამის მიხედვით, შეგიძლიათ თუ არა, ივარაუდოთ, თბილისის რომელ ქუჩაზე იდგა პირველი ქართული სტამბა?

ასეთი ზეპირი მუშაობის შემდეგ, რომელშიც მთელი კლასია ხოლმე ჩართული, შეიძლება იქვე მივცეთ წერითი დავალება – „ერთი დღე სტამბაში” ან „პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი თბილისში”, „მეფე ვახტანგ მეექვსეს სტუმრობა სტამბაში” და სხვა.

 

შენიშვნა

მე-3 აქტივობა ეხმიანება მე-5 შედეგს. 


რესურსები

„საქართველოს ისტორიის ალბომი”, თბილისი, 2004 წ.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ გაკვეთილზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად და ისტორიული ეპოქის გასაცოცხლებლად, არის ფერწერული ტილოს რეპროდუქცია, რომელიც რომელიმე ისტორიულ ამბავს ეხება. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს გამოვუმუშავებთ ასეთი წყაროდან ინფორმაციის მიზნობრივად და სრულყოფილად ამოკრეფის უნარს, შემდგომ ეტაპზე კი მის მიერვე მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად გამოყენებას მივაჩვევთ.
  2. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მეფეთა ცხოვრება, აინტერესებთ მათი გენეალოგია. ამიტომ შეგვიძლია ერთი აქტივობით ორი საქმე ერთდროულად გავაკეთოთ – აღნიშნული ინტერესიც დავუკმაყოფილოთ და გარკვეული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე, სქემის შედგენისუნარიც განვუვითაროთ.