აქტივობა N1. გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა

შედეგი:

გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.

 

ინდიკატორები:

  • რუკისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს; მოჰყავს ანალოგები სხვა ქვეყნებთან (მაგ., ტროპიკული ტყეები, უდაბნო, ტაიგა და სხვა);
  • აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს (რუკები, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები და სხვა), მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის, განსახლების თავისებურებების შესახებ; ადარებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს და შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში;
  • იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებს; ადარებს სხვა ქვეყნებს და გამოთქვამს ვარაუდს, როგორ შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა ტრადიციების მრავალფეროვნება ქვეყანის განვითარებისათვის;
  • ეკონომიკური საქმიანობის დარგობრივი სტრუქტურის საფუძველზე აჯგუფებს ქვეყნებს განვითარების სტადიების მიხედვით (აგრარული, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული);
  • ექსპორტ-იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, მსჯელობს ქვეყნის რესურსებისა და მეურნეობის სპეციალიზაციის დარგების შესახებ; ადარებს ქვეყნებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით;
  • აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს (ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური); გამოთქვამს მოსაზრებას არსებული პრობლემების წარმატებით გადაჭრის შესახებ;
  • აანალიზებს ტექსტურ ინფორმაციას, სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ საშუალებებს და განსაზღვრავს, როგორ იცვლებოდა შერჩეული ქვეყნის როლი მსოფლიოს ფონზე; გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე (სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი).

 

 

შენიშვნა:

 

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი;
  2. ბუნებრივი ზონების გავრცელების არეალების რუკები;
  3. BBC-ის დოკუმენტური სერიალი „პლანეტა დედამიწა“: ტყეები; უდაბნოები; პოლუსიდან პოლუსამდე; ველური კუნძულები.
  4. გეოგრაფია (ლექსიკონი+ცნობარი) – მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე;
  5. ინტერნეტსაიტები:   europa.eu; http://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ბიოლოგია, ისტორია, სამოქალაქო განათლება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს: ვიდეომასალა, როგორც სასწავლო რესურსი, კონკრეტული სასწავლო თემის ან საკითხის გაცნობას უწყობს ხელს: ხსნის პროცესს, ასახავს გეოგრაფიულ ადგილებს, ზონებს, ლანდშაფტებს, ქვეყნებს; ადარებს ორ ან მეტ ადგილს; ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, ტრადიციებს;

დოკუმენტური ფილმების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილს საინტერესოს და ხალისიანს ხდის. მათი საშუალებით ადვილდება მოსწავლის მიერ რეალობის აღქმა, უვითარდებათ დაკვირვების უნარი.

მაგალითად, ფილმიდან ამაზონის ტყეებზე მოსწავლე გაიგებს:

  • რა არის ტროპიკული ტყეები;
  • როგორ იყენებენ ადამიანები ამ ტყეებს;
  • როგორ ცხოვრობს აქ ადგილობრივი მოსახლეობა;
  • როგორია ტროპიკული ტყეების ექსპლუატაცია და რა შედეგები მოჰყვება მას;
  • ჩანს თუ არა გაუდაბურების პროცესი და როგორ აისახება ეს მცენარეთა და ცხოველთა სახეობებზე;
  • როგორ აისახება ტყეების გაჩეხვა ადგილობრივ მოსახლეობაზე;
  • როგორი შეიძლება იყოს ტროპიკული ტყეების გამოყენება;
  • როგორი იქნება ეს ტყეები მომავალში, თუკი ექსპლუატაცია იმავე მოცულობით გაგრძელდება.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად. თითოეულმა უნდა დააჯგუფოს ქვეყნები ბუნებრივი პირობების მიხედვით. მათ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური და ბუნებრივი ზონების რუკები. შესაძლებელია მასწავლებელმა გაანაწილოს ზონები ჯგუფებზე: პირველ ჯგუფს მისცეს ტროპიკული ტყეები, მეორეს – უდაბნოები და ა. შ. მათ უნდა ამოიწერონ ქვეყნები, რომლებიც ამ ზონებში მდებარეობენ და შეაფასონ, რამდენად ახდენს გავლენას ბუნებრივი პირობები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე და როგორ არის სახეშეცვლილი ბუნებრივი ზონა.

 

ტაიგის გავრცელების რუკ

 

ტაიგის გავრცელების რუკა

 

 

ტუნდრის გავრცელების რუკ

 

ტუნდრის გავრცელების რუკა

 

 

ხმელთაშუაზღვიური მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყეებისა და ბუჩქნარების გავრცელების რუკა

 

ხმელთაშუაზღვიური მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყეებისა და ბუჩქნარების გავრცელების რუკა

 

 

ტროპიკული ტყეების გავრცელების რუკა

 

ტროპიკული ტყეების გავრცელების რუკა

 

 

სავანების გავრცელების რუკა

 

სავანების გავრცელების რუკა

 

 

უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების გავრცელების რუკა

 

უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების გავრცელების რუკა