აქტივობა 1. ცნებისა და საქმიანობის ურთიერთმიმართების დადგენა

მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების კურსიდან უკვე იციან მცენარის, კერძოდ, ხორბლის განვითარების ფაზები. ახლა ეს ცოდნა უნდა დავაკავშირებინოთ გლეხის საქმიანობასთან. მიზანმიმართული კითხვებით შევავსებინოთ მსგავსი ცხრილი.


აქტივობა N13. ცხრილი


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლოს წიგნიერების, მედიაწიგნიერებისა და სემიოტიკურ კომპეტენციებს.

მე-3 აქტივობა შეგიძლიათ დაუკავშიროთ მე-5-ს.

 

რესურსები

ნუგზარ შატაიძე – პურის მოთხრობა, 1998 წ.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, 1979 წ. გვ. 196-209, თურქ-სელჩუკთა შემოსევები: აბრეშუმის მუზეუმი თბილისში;

  • დაფა და ცარცი;
  • რეზო ინანიშვილის მოთხრობა „შეშაზე”;
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმი ამავე ნაწარმოების მიხედვით.
  • საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკები, წყარო მინი-ლექციისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ბუნებისმეტყველება;
  2. ლიტერატურა;
  3. ისტორია;
  4. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. თავისთავად, პური ისეთი პროდუქტია, დღესაც რომ მოიხმარს ადამიანი, მაგრამ მოცემული ასაკის მოსწავლეეთან მაინც საჭიროა ამაზე საუბარი. კარგი იქნება, თუ მოსწავლე თანმიმდევრულად შეძლებს მთელი იმ პროცედურის დახასიათებას, რაც პურის მიღებას ესაჭიროება – მიწის დამუშავებას ხორბლის დათესვიდან – პურამდე.მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ საუკუნეების განმავლობაში ტექნოლოგიები შეიცვალა, გაუმჯობესდა და ადამიანებს გაუადვილდათ შრომის პროცესი. ამისათვის კარგი იქნება, თუ თავად მოსწავლეებს შევადარებინებთ პურის მოყვანის ძველ და ახალ მეთოდებს და ამას ცხრილის სახეს მივცემთ.
  2. პურისაგან განსხვავებით, განვიხილოთ ისეთი რესურსი, რომლის შესახებ ამ ასკის მოწავლეებმა თითქმის არაფერი იციან, ესაა აბრეშუმი ან ბამბა. ამ ასაკის მოსწავლეთა უმრავლესობა, როცა ეკითხებით, რა მასალის ტანსაცმელი აცვია, ვერ გიპასუხებთ. ამის გამო ხშირადსასაცილო მდგომარეობაც კი იქმნება. მათ გაოცებას საზღვარი არა აქვს, როცა იგებენ, რომ აბრეშუმს ჭია ამზადებს, ბამბა კი მიწიდან ამოდის.
  3. მართალია, მოცემული ასაკის მოსწავლეები, აცნობიერებენ ტყის მნიშვნელობას, ადამიანის მიერ მისი სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩამოვუყალიბოთ ტყის მიმართ გონივრული დამოკიდებულებაც, რასაც არაერთი თემა ეთმობა ბუნების კურსიდან, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასურველია, გავაგებინოთ, რომ საქართველოში ტყისადმი დამოკიდებულება საუკუნეების განმავლობაში გარკვეულ ტრადიციად და კულტურადაც კი ჩამოყალიბდა.
  4. მასწავლებელმა მოსწავლეს ნათლად უნდა დაანახოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების აუცილებლობა და ყოველდღიური ცხოვრებისეული მაგალითები წარუდგინოს.