აქტივობა N 4. დისკუსია

შედეგი

გეო.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

 

ინდიკატორები

  • ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს თავის მოსაზრებებს;
  • ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკის საშუალებით ადარებს სხვა ქვეყნებსა და საქართველოს; მსჯელობს ამ კლასიფიკაციის თავისებურებაზე; ადგენს შესაბამის ნახაზს/ცხრილს;
  • მსჯელობს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით.

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

დაფა და ცარცი, ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკა;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე _ გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

აქტივობის აღწერა:

პრეზენტაციის დროს სასურველია გაიმართოს მინი-დისკუსია, რადგან საკუთარი კრიტერიუმების მნიშვნელობის დასაბუთების დროს აუცილებლად გამოჩნდებიან ოპონენტები.