აქტივობა N 3. გონებრივი იერიში

შედეგი

გეო.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგები და მათი განვითარების პერსპექტივები.

 

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის საქართველოს მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვ.) განვითარებისათვის საჭირო ფაქტორებს, რის საფუძველზეც აჯგუფებს დასახლებებს, რაიონებს ან რეგიონებს;
  • მსჯელობს საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგების (მაგალითად, აგრობიზნესისა და სხვ.) განვითარების პერსპექტივებზე მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით;
  • ვახუშტი ბაგრატიონის “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-ს გამოყენებით ახასიათებს იმდროინდელი საქართველოს სოფლის მეურნეობის ზონალურობას და ადარებს მას თანამედროვე სურათს;
  • მსჯელობს საქართველოში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივაზე. კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებსა და მაგისტრალებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი ბუნებრივი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ რაიონს და წერს პროექტს ტურიზმის შესაბამისი სახეობის განვითარებაზე;
  • სტატისტიკური მასალის საფუძველზე იკვლევს საქართველოს სავაჭრო ბალანსის ტრანსფორმაციას XX-XXI საუკუნეების განმავლობაში და უკავშირებს მას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;
  • ეცნობა მდგრადი განვითარების ეკონომიკურ თემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

 

შენიშვნა

მოცემული აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების კომპეტენციის დაუფლებას.

 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი, ტექსტი;
  2. მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე – გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

  1. ისტორია;
  2. ქართული ლიტერატურა;
  3. ბიოლოგია;
  4. ფიზიკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

ვახუშტი ბაგრატიონის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო გეოგრაფიული და ისტორიული თვალსაზრისით, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შედევრს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მისი განხილვა და შესწავლა მოხდება ისტორიასა და ქართულ ლიტერატურასთან კავშირში.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს: “მდგრადი განვითარება” და სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან თავისი აზრი ამ სიტყვების მნიშვნელობაზე, მდგრადი განვითარების პრინციპებსა და მიზნებზე. ყველა იდეა ფიქსირდება დაფაზე. შემდეგ ხდება იდეების დაჯგუფება მსგავსების მიხედვით, გაერთიანება და გაცხრილვა. მოსწავლეები უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მდგრადი განვითარება არის სამი ურთიერთდაკავშირებული სფეროს თანაკვეთის ადგილი.

სქემა