აქტივობა N 3. გეოგრაფიული საშუალებების ანალიზი (SWOT ანალიზი)

შედეგი

გეო.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციისა და ურბანიზაციის პროცესები და გამოთქვას სამომავლო ვარაუდები.

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს;
  • კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას (კლასში, სკოლაში, ახლობლებსა და მეზობლებს შორის); მსჯელობს საქართველოში მიგრაციული პროცესების განვითარებაზე და შედეგებს წარადგენს კლასის წინაშე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სამხედრო კონფლიქტებისა და სტიქიური მოვლენების მიზეზით იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და მსჯელობს წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე, გამოთქვამს მოსაზრებებს პრობლემის დარეგულირების შესაძლო გზებზე;
  • მსჯელობს ურბანიზაციის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე და მათთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე; პრობლემებს აჯგუფებს ცხრილში;
  • იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად საქართველოში დასახლებების ფუნქციის დაკარგვა / შეძენის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს და შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა. . . );
  • ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს და ქმნის მისი პერსპექტიული განვითარების მარტივ მოდელს;
  • აანალიზებს საქართველოს დასახლებათა ტიპებს, სიდიდეს, ფუნქციას და ადარებს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონტრასტულ ანალოგებს; შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით (ვერბალური, წერილობითი, ნახატის სახით);
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოში შიდა და გარე მიგრაციული პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე და მსჯელობს სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.

 

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს ორ ძირითად მომენტს:

ა) მოსწავლეთა დამოკიდებუ-ლების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;

ბ) მაგალითების მოყვანას.

 

რესურსები:

ტექსტები მოსახლეობის მიგრაციაზე

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:

SWOT ანალიზის სქემის შედგენა კარგი აქტივობაა ბლუმის ტაქსონომიის ზედა დონის – შეფასების მისაღწევად.

 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა ჯგუფებად. ერთი ჯგუფი განიხილავს ემიგრაციის სტატისტიკურ მონაცემებს და ადგენს მის დადებით და უარყოფით შედეგებს (იყენებს T სქემას).

მე-2 ჯგუფი ადგენს T სქემას იმიგრაციის პროცესზე.

მე-3 ჯგუფი განიხილავს დევნილთა და ლტოლვილთა პრობლემებს (ადგენს T სქემას).

მე-4 ჯგუფი განიხილავს შიდა მიგრაციებს.

დადებითი-უარყოფითი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრეეზენტაციის დროს თითოეული ჯგუფი ავსებს SWOT ანალიზის სქემას, რომელიც დაფაზეა დახაზული. მათ უნდა განსაზღვრონ მიგრაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, საფრთხე და შესაძლებლობა; იმსჯელონ თითოეულ მათგანზე და შეძლონ სუსტი მხარის ძლიერში გადაყვანა და საფრთხის შესაძლებლობად გადაქცევა.

 

 

ძლიერი მხარე

სუსტი მხარე

საფრთხე

შესაძლებლობა

 

SWOT ანალიზის სქემის შევსების შემდეგ ჯგუფებს კლვავ ეძლევათ დავალება: მათ უნდა მოიფიქრონ და ჩამოაყალიბონ, მათი აზრით, როგორ შეიძლება მიგრაციის პროცესის გამოყენება ქვეყნის განვითარებისათვის ისე, რომ მისი უარყოფითი გავლენა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.