აქტივობა N 3. გეოგრაფიული ინფორმაციის წაკითხვა და ანალიზი

შედეგი

გეო.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

 

ინდიკატორები

  • ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს თავის მოსაზრებებს;
  • ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკის საშუალებით ადარებს სხვა ქვეყნებსა და საქართველოს; მსჯელობს ამ კლასიფიკაციის თავისებურებაზე; ადგენს შესაბამის ნახაზს/ცხრილს;
  • მსჯელობს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით.

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

დაფა და ცარცი, ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკა;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე _ გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებას:

  1. რუკის მიხედვით დააჯგუფონ ქვეყნები სამ ნაწილად: ა) მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსის მქონე, ბ)საშუალო ადამიანური განვითარების ინდექსის მქონე, გ) დაბალი ადამიანური განვითარების ინდექსის მქონე ქვეყნებად;
  2. დაადგინონ, როგორია საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი;
  3. დაადგინონ, მსოფლიოს რომელ ქვეყნებს აქვს ანალოგიური მაჩვენებელი;
  4. თითოეულმა ჯგუფმა შეიმუშაოს საკუთარი კრიტერიუმები ქვეყნის განვითარების დასადგენად.

 

ადამიანის განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით

 

ადამიანის განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით