აქტივობა N 1. ტექსტზე და ფოტოებზე მუშაობა

შედეგი

გეო.IX.10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქართული ტრადიციები გეოგრაფიულ თავისებურებებთან მიმართებაში.

 

ინდიკატორები

  • აკავშირებს ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან; ადარებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის სამოსახლოს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ნახატი, ცხრილი და სხვ.);
  • მსჯელობს საქართველოში გავრცელებული ხალხური რეწვის მრავალფეროვნების გამომწვევ გეოგრაფიულ ფაქტორებზე; ადარებს და ცხრილში აჯგუფებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციაში არსებულ ხალხური რეწვის ტრადიციებს;
  • მსჯელობს საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ტრადიციული ჩაცმულობის, სამზარეულოსა და სუფრის თვითმყოფადობაზე, უკავშირებს მათ გარემოს თავისებურებებს, ადარებს ერთმანეთს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (წერს თემას, აკეთებს სტენდს, ჩანახატს და სხვ.);
  • მსჯელობს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებში გავრცელებული რიტუალების შესახებ; ადარებს მსგავსი შინაარსის მქონე რიტუალებს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (წერილობითი, ზეპირი, ცხრილის).

 

რესურსები:

  1. საქართველოს ფიზიკური რუკა, ფორმატის ქაღალდი;
  2. საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკა;
  3. ქართული ხალხური სამოსისა და არქიტექტურის ნიმუშების ფოტოები.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ისტორია

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ბარათებს.

I ბარათში არის ტექსტი –არქიტექტურა;

II ბარათში – სამზარეულო და სუფრის ტრადიციები;

III ბარათში – ქართული ხალხური სამოსელი.

მოსწავლეებმა უნდა განიხილონ ტექსტები და დაადგინონ, რა გავლენას ახდენს ადგილმდებარეობა და გარემო პირობები თითოეულ მათგანზე; პრეზენტაცია უნდა წარმოადგინონ მათთვის სასურველი ფორმით.

არქიტექტურა: ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდგავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია. აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტური და მჭიდროდ დასახლებულია. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთსაქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა. საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია გავრცელებული.

ამასთან, მნიშვნელოვანი განსხვავებაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ-ხევსურეთში). ფიქლით აგებული სახლების წყობა, როგორც წესი, მშრალია (დუღაბისგარეშე).

 

სვანეთი

სვანეთი

 

ხევსურეთი

ხევსურეთი

 

ფოტო

 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზული ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებულ ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი – კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა,აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული იყო მიწური სახლები – მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვის კედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები. დასავლეთ საქართველოში, მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო, უმეტესად ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს აშენებდნენ, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა.

 

რაჭა

რაჭა

 

რაჭა1

 

სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი – ფაცხა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმე ოთახიანი, ფანჯრებიანი და ხის იატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთსაქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი – ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი – ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილსდაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის თითქმის აღარ არსებობს.

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები: ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსაცმლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებულია, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძნობიგანსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არსებობს და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელებულია ის კერძები, რომლებიც ადრე ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი არ იყო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში, ძირითადად, ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი – ქერის ხმიადებს. დასავლეთსაქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი – გუდის ყველი. დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებულიმრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული); აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი დასხვადასხვა სახის საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახი არ ხარობს, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის. ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერიკუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობის გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები აქაც არსებობს და სხვადასხვა პროვინციებს შორის განსხვავებებიც შეინიშნება. გურიაში, მაგალითად, პირველი სადღეგრძელომშვიდობისაა, კახეთში კი – ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

ქართული ხალხური სამოსელი: ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხეური, რაჭული სამოსელი. მამაკაცის სამოსიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი ”ჩაქურა”. ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ქალის ხევსურული სამოსელი – ტალავარი, რომელიც ორიგინალური თარგითა და ნაქარგობის სიუხვით გამოირჩევა. ტანსაცმლისათვის ნაჭერს შინ ქსოვდნენ შალის ძაფისაგან. ტალავარი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ეს ნაწილებია: შალის გრძელი კაბა – ”სადიაცო”, ზემოდან შალისავე შემოსაცმელი –”ფაფანაგი” ან მოკლესახელოებიანი ”ქოქლო”. ხევსური ქალის თავსაბურავია ”სათაურა” და ”მანდილი”, ფეხსამოსი კი – ”თათები” ან ქალამან-წინდა და ”პაჭიჭები”. სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: ”მხარ-ზურგი” და ”გულისპირი”. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბისკალთებს ქვემოთ ბრტყელი და ზოლიანი არშია ეკერება, რომელსაც ეწოდება ”ქოქობო”.

 

ქოქობო

 

ქოქობოს ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამონაჭერია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი შალის პატარა ნაჭერი, ე.წ. ”ქოქა”.

თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა-ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი – სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა და მოსახური მანდილი. ფეხზე ნაქსოვ ჩითებს ხმარობენ.

მოხევე ქალის ჩასაცმელი შეიცავს ისეთ ელემენტებს (კაბა, საგულე), რომლებიც წერილობით წყაროებშია დამოწმებული და წინ უსწრებს სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას.

მამაკაცის ჩამულობაში, მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათები ან ქალამანი-ჯღანი და სხვ. ჩაქურაგავრცელებული იყო აჭარაში, გურიასა და, ნაწილობრივ, სამეგრელოში. აჭარული კომპლექსის ელემენტებია შალის მოკლე ზედატანი, კვატუჯა ჩოხაჭონია, შალისავე ფართოუბიანი და ხვანჯრით შეკრული შარვალი ჩაქურა, ორჯიბიანი და საყელოიანი ახალუხი ზუბუნი, განიერი და გრძელი კუბოკრული აბრეშუმის სარტყელი თოლა ბულუსი, ყაბალახი, ფეხსაცმელი ლაფჩინი და წინდა პაჭიჭები. ქართლისა და კახეთის ტანსაცმლის ტიპების მსგავსებას ადასტურებს ისტორიული წყაროები.

 

გურულები

 

გურულები

 

მეგრელი ქალი საკრავით მეგრელი თავადის ქალი

      

 

ქართველი ქალები

 

ქართველი ქალები

 

ქართული ოჯახი

ქართული ოჯახი

 

ქართველი თავადი

ქართველი თავადი

 

ამ თემის განხვილს დროს კარგი იქნება, თუ მასწავლებელი გამოიყენებს ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომს ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, კერძოდ, ცალკეულ მხარეთა და მის მკვიდრთა დახასიათებებს.

ვახუშტი ბაგრატიონი სვანებს ასე ახასიათებს:

“ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ... სვანების

ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური... სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ... პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს: ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს.სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს. სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი:თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს... როგორც სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტიმხარე არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე ცუდად მოქმედობს... თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში იმერეთში სამუშაოდ არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო... უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა...”