აქტივობა N 1. ასოციაციური რუკის შედგენა

შედეგი

გეო.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოს ადგილი მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.

 

ინდიკატორები

  • ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს თავის მოსაზრებებს;
  • ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკის საშუალებით ადარებს სხვა ქვეყნებსა და საქართველოს; მსჯელობს ამ კლასიფიკაციის თავისებურებაზე; ადგენს შესაბამის ნახაზს/ცხრილს;
  • მსჯელობს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით.

 

შენიშვნა

აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.

 

რესურსები:

დაფა და ცარცი, ჰუმანური განვითარების ინდექსის რუკა;

მაია ბლიაძე, დავით კერესელიძე _ გეოგრაფია, ლექსიკონი+ცნობარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011წ.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სვამს კითხვას: რა ნიშნებით შეიძლება განისაზღვროს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება?

მოსწავლეები იხსენებენ სხვადასხვა კრიტერიუმს: მთლიანი შიდა პროდუქტი, მშპ ერთ სულ მოსახლეზე და ა. შ.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ, რა არის ჰუმანური (ადამიანის, საზოგადოების) განვითარების ინდექსი და რა კრიტერიუმებს ეყრდნობა იგი. ვარაუდები იწერება დაფაზე და ივსება სქემა:

სქემა