1. ჩამოთვლის ხელოვნების დარგებს (მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი...) და გამოყობს თითოეული დარგისთვის დამახასიათებელ მთავარ ნიშანს (ფერი, ბგერა, მოძრაობა)

ტიპური აქტივობები

1. აქტივობა I. "ხელოვნების დარგები" (იხ. IV თავი). 

1. აქტივობა II. "თამაში­ ვიქტორინა"

თამაში ზემოაღნიშნული წესების დაცვით ტარდება, მაგრამ ამჯერად თამაშის  თემატიკა ეხება სხვადასხვა დარგს, ჟანრს და მათთან დაკავშირებულ პროფესიებს. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას, მაგ. ნახატს ან ფოტოს, რომელზეც გამოსახულია სცენა სპექტაკლიდან ან მაყურებლები კინოდარბაზში, მუსიკალური საკრავები, პალიტრა, ქანდაკება, არქიტექტურული ძეგლი ან ფერწერული ნამუშევრის რეპროდუქცია. მოსწავლეები გამოიცნობენ, რომელ დარგს მიეკუთვნება ნაჩვენები გამოსახულება, გამოიცნობენ, რომელი პროფესიის წარმომადგენელია გამოსახული სურათზე (კავშირი ..I.11–2.) და ა.შ. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ სწორ პასუხს დააგროვებს.

 

რესურსი

1. მოსწავლის სახელმძღვანელო, რეპროდუქციები, ილუსტრაციები, ჟურნალები, ვიდეო/აუდიოჩანაწერები, ინტერნეტრესურსები.

  

კავშირი სხვა საგნებთან

1. ქართული ენა.

 

შენიშვნა

1. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები სწავლის პროცესში გაეცნობიან სახვითი ხელოვნების ჟანრებს (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი), მასწავლებელმა ილუსტრაციის ჩვენებისას ხშირად უნდა დასვას შეკითხვა, თუ რა ჟანრს მიეკუთვნება ეს ნაწარმოები. მოსწავლეების ნამუშევრებზე საუბრისას, ისინი მოიხსენიოს მათი ჟანრის მიხედვით – “მომწონს შენი პეიზაჟი, ეს პორტრეტი ჩამოვკიდოთ კედელზე” და ა.შ.