1. ნამუშევარში იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სქელს და წვრილს, სწორს, ტალღოვანს, ტეხილს, წყვეტილს, კონტურს)

ტიპური აქტივობები

1. აქტივობა I. "ხაზების სამყარო" (იხ. IV თავი)ხაზებიხაზები

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჰაერში ხელებით გაავლონ სწორი, კლაკნილი, ტეხილი ხაზები, შემდეგ დაფაზე აჩვენებს სხვადასხვა ტიპის ხაზებს – ტალღოვანს, ტეხილს, წყვეტილს, ვერტიკალურს ჰორიზონტალურს, მრუდს; ხაზებს, რომლებიც თანდათან იცვლიან სისქეს, წვრილდებიან, ქრებიან და ისევ გრძელდებიან. მოსწავლეები იმეორებენ ამ სავარჯიშოებს სავარჯიშო ან სახატავ ფურცელზე. მოსწავლეებს შეუძლიათ ხაზების გალამაზება, დეტალების დამატება (ნემსები, ფოთლები, კოპლები).

 

რესურსები

1.I. სავარჯიშო რვეული, უჯრებიანი ფურცლები, სახატავი ფურცლები, ფლომასტერი, ფანქარი, შავი გუაში, საშუალო სისქის (3-4) ფუნჯი.

 

კავშირები სხვა საგნებთან

ქართული – წერის აქტივობები.

 

 

1. აქტივობა II. "ნამუშევარი სხვადასხვა ტიპის ხაზებით"

მოსწავლეები 10 წუთი იმეორებენ წინა გაკვეთილზე გაკეთებულ ხაზების სავარჯიშოებს უჯრებიან ფურცელზე. შემდეგ იგივეს - სახატავ ფურცლებზე და ბოლოს ტალღოვანი და ტეხილი ხაზებით შეასრულებენ აბსტრაქტულ, ანუ უსაგნო ნამუშევარს, მხოლოდ ამ ხაზების კომბინაციით - ჯერ დახატავენ ხაზებს და მერე გააფერადებენ ნამუშევარს.

ხაზების გაფერადებახაზების გაფერადება                 

რესურსები

1. II. სავარჯიშო რვეული, სახატავი ფურცლის ნახევარი, შავი ფანქარი ან შავი ფლომასტერი, გუაში, ფუნჯები;

ვიზუალური მასალა: ხუან მირო, ვასილი კანდინსკი, პიტ მონდრიანი.

  

1. აქტივობა III. "ჩარჩოს შექმნა"

დაახლოებით 20X10 სმ ზომის მუყაო პერიმეტრზე 1-2 სმ სიგანეზე დაიფარება პლასტილინის თხელი ფენით (პლასტილინი უნდა იყოს რბილი), რომელზეც ჩხირით ამოიკაწრება ან დაეკვრება სხვადასხვა

ტიპის ხაზები (დაგრძელებული პლასტილინი, დაკლაკნილი ძაფი). ხაზებს შორის დარჩენილი თავისუფალი სივრცე შეიძლება გალამაზდეს ბისერით, ღილებით, პაწაწუნა კენჭებით, მძივებით, შუშის პატარა ნატეხებით.

მუყაოს შუაში, თავისუფალ ადგილას ჩაეკვრება შესაფერისი ზომის ნახატი, რომელიც მოსწავლეებმა წინა გაკვეთილზე დახატეს.


რესურსები

1.III. დაახლოებით 20X10 სმ ზომის მუყაო, პლასტილინი, წვეტიანი ჩხირი, სქელი საქსოვი ძაფი ან კანაფი.


1. აქტივობა IV. "კონტურით ხატვა"

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ფურცლებზე მცირე ზომის საგნების დაწყობას და მათზე ფანქრის შემოვლებას (შეიძლება საკუთარი ხელის მტევნის შემოხაზვაც). შემდეგ უხსნის მოსწავლეებს, რომ საგნის ასეთ გარშემომწერ ხაზს “კონტური” ეწოდება. მაგალითისთვის იგი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა მარტივი ფორმის საგნების კონტურულ გამოსახულებებს, მოსწავლეებმა კი უნდა ამოიცნონ და დაასახელონ, რისი კონტურია წარმოდგენილი – ჩიტის, თევზის, კატის... შემდეგ აჩვენებს გაფერადებულ წრეს, ოთხკუთხედს და სამკუთხედს და ეკითხება, თუ რა ფორმის არიან ისინი და როგორი კონტური შეესაბამება მათ. ამის შემდეგ მასწავლებელი ჩამოთვლის საგნებს, მოსწავლეებმა კი ჰაერში უნდა შემოხაზონ (შეიძლება, ორივე ხელითაც) მათი კონტურები – ვაშლი - მრგვალი, წიგნი - ოთხკუთხედი, სახაზავი - სამკუთხედი, შემდეგ უფრო რთული – მსხალი, სახლი, გული.

 

რესურსები

1. IV. სხვადასხვა ფორმის საგნები – სახაზავი, (სამკუთხა  და ფიგურული ჭრილებით), საშლელი, რაიმე მრგვალი თავსახური, ასანთის კოლოფი.

კავშირი სხვა საგნებთან

 

მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.

  

1. აქტივობა V. "ტალღა"ტალღა

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, თუ რა ხერხებით შეიძლება ერთი ტიპის ხაზების გადაკეთება სხვა ტიპის ხაზებად. ამისთვის იგი უჩვენებს მათ ნიმუშს, სადაც ნაჩვენებია სწორი ხაზის თანდათანობითი გადასვლა ტალღოვანში. მოსწავლეები ასრულებენ ნახატს ნიმუშის მიხედვით (მათ სურვილისამებრ შეუძლიათ რაიმე ცვლილების შეტანა ან საკუთარი ვარიანტის დახატვა).

 

რესურსები

1.V. სახატავი ფურცლები, რბილი ფანქარი. ვიზუალური მასალა: უილიამ ტერნერის, ივან აივაზოვსკის, გუსტავ დორეს რეპროდუქციები. 


დამატებითი აქტივობები

ხაზების შესრულება სხვადასხვა მასალითა და იარაღით: პასტელით, ნახშირით, ცვილის ფანქრებით. ხაზები შეიძლება ამოიკაწროს წვეტიანი საგნით პლასტილინზე, აეწყოს  მოზაიკის პრინციპით, ამოიჭრას ან ამოიხიოს ქაღალდისგან და სხვ.


შენიშვნა

ამ მიმართულების აქტივობები, შესაძლებელია, განაწილდეს რამდენიმე გაკვეთილზე, სავარჯიშოების გამეორება კი სასწავლო წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიძლება; აქტივობები ჩავანაცვლოთ მსგავსი ტიპის, მაგრამ პლასტილინის ნაცვლად - თოკები, მოსწავლეები “დახატავენ” დაფაზე, ხელებით ჰაერში). სასურველია, მოსწავლეებმა ხაზების და ორნამენტების ხატვისას არ გამოიყენონ სახაზავი და დავალება შეასრულონ ხელით.

მასწავლებელი არ უნდა ელოდოს იდეალურ შედეგს. მთავარია, მოსწავლეები მიხვდნენ პრინციპს, მიეჩვიონ მასალას, აითვისონ შეიძლება დაიხატოს უჯრებიან ფურცელზე. უჯრებიანი ფურცელი საჭიროა იმისთვის, რომ მიახლოებით იყოს დაცული ხაზი და ზომა, რაც არავითარ შემთხვევაში არ აიძულებს მათ. უჯრებში ზუსტად ჩაატიონ და გადმოხაზონ დეტალები. 6-7 წლის მოსწავლეებისთვის ორნამენტის ბადის სიმაღლის სასურველი ზომაა  არა უმცირეს 2 სმ-ისა, ანუ 4 უჯრა.                                                                                                                           

მიმაგრებული ფაილები