აქტივობა 9. მედია

შედეგი

  • მოქ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში
  • მოქ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
  • მოქ.X.3.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები

 

დრო

ერთი საათი

 

შენიშვნა

ტექსტი უნდა იყოს ასაკისთვის შესაფერისი. ტექსტმა არ უნდა გამოიწვიოს ფსიქოლოგიური სტრესი, ამდენად, სასურველია, მასწავლებელი მოერიდოს ძალიან მძიმე ტექსტების გამოყენებას აქტივობისთვის.

 

რესურსები

  • ფლიპჩარტის ქაღალდი;
  • მარკერი;
  • თაბახის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

დაყავით მოსწავლეები 3-4 წევრიან ჯგუფებად. დაურიგეთ ჯგუფებს ჟურნალები ან გაზეთები (სასურველია პოლიტიკური პროფილის). მიეცით დავალება:

15-20 წუთის განმავლობაში იპოვონ მათში შემდეგი კატეგორიების შესატყვისი მაგალითები:

ა) ადამიანის უფლებები დაცულია;

ბ) ადამიანის უფლებები დარღვეულია ან უგულებელყოფილია.

დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფის ლიდერებს სთხოვეთ წარმოადგინონ თავიანთი ჯგუფების მიგნებები. მათი პრეზენტაცია კლასში, სავარაუდოდ, დისკუსიას გამოიწვევს, რაც იმის ინდიკატორად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აქტივობა წარმატებით განხორციელდა.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

აქტივობა მოსწავლეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ამოცნობის უნარს განუვითარებს. ეს მას გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის აქტიურ ცოდნად გარდაქმნაში დაეხმარება.