აქტივობა 8. პეპსინის აქტივობის შესწავლა

მიზანი:

მოსწავლემ განივითაროს კვლევითი უნარები.

 

რესურსები:

სამი სინჯარა, სამი ერთნაირი ჭიქა (წყლის აბაზანისათვის); თერმომეტრი; მოხარშული კვერცხის სამი, ერთნაირი ზომის მცირე ნაჭრები; პეპსინი, სპირტქურა; ან სითბოს სხვა ნებისმიერი წყარო, ცდის ოქმის სტანდარტული ნიმუში, ცდის ჩატარების პროცედურა.

 

მსვლელობა:

1. მასწავლებელი სვამს კითხვას:
1) რას არის პეპსინი? რა როლს ასრულებს ის საჭმლის მონელების პროცესში?

(პეპსინი წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც შლის ცილის მოლეკულებს მარტივ პეპტიდებად).

2) როგორი არე იქნება საჭირო პეპსინის მოქმედებისათვის?

(პეპსინი ცილებს შლის კუჭში, სადაც კუჭის ჯირკვლები მარილმჟავას გამოყოფენ. მისი მოქმედებისათვის ოპტიმალური იქნება მჟავა არე).

3) ივარაუდეთ, როგორი იქნება მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა?

(სავარაუდოდ, მოსწავლეები შეძლებენ სწორი პასუხის დასახელებას, იმის გათვალისწინებით, რომ პეპსინისთვის ოპტიმალური იქნება ჯანმრთელი ადამიანის ტემპერატურა ტემპერატურა, დაახლოებით 37oC).

 

2. მასწავლებელი სთავაზობს კლასს ექსპერიმენტის საშუალებით დაადგინონ პეპსინის მოქმედებისათვის საჭირო ტემპერატურა და აცნობს კლასს ცდის ჩატარების პროცედურას (სასურველია ეს უკანასკნელი გაწერილი ქონდეს წინასწარ, ან წარმოდგენილი ჰქონდეს ელ. ფორმატში, რათა ყველას ჰქონდეს თვალის მიდევნების საშუალება უშუალოდ ცდის მიმდინარეობის დროს).

 

ცდის ჩატარების პროცედურა:

1) აიღე სამი ერთნაირი სინჯარა, დანომრე და სამივეში ჩაასხი ერთი და იგივე რაოდენობისა და კონცენტრაციის პეპსინის ხსნარი;
2) N1 სინჯარა გააცხელე წყლის აბაზანის საშუალებით და მიიყვანე 45oC-მდე თერმომეტრის დახმარებით.
3) N2 სინჯარა შეათბე წყლის აბაზანაზე და მიიყვანე 37-38oC-მდე თერმომეტრის დახმარებით;
4) N3 სინჯარა კი გააცივე წყლის აბაზანის საშუალებით და მიიყვანე 25oC-მდე თერმომეტრის დახმარებით.
5) საჭირო ტემპერატურამდე მიყვანის შემდეგ, სამივე სინჯარაში ჩააგდე მოხარშული კვერცხის ცილის ერთი ზომის, მცირე ნაჭერი.
6) დააყოვნე სინჯარები 20 წთ–ით და აღწერე მიღებული შედეგები.

7) გააფორმე ექსპერიმენტი ცდის ოქმის სახით შემდეგი ნიმუშის მიხედვით:

ცდის ოქმი - ექსპერიმენტის მიზანი

 

3. მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს და არიგებს ცდისთვის საჭირო რესურსებს.
 
4. მოსწავლეები ატარებენ ცდას მასწავლებლის დახმარებით და ზედამხედველობით.
 
5. 20 წუთიანი მოლოდინის პერიოდი მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს თემატური დისკუსიისათვის. მაგალითად:

 

1) გაიხსენე დამოუკიდებული და დამოკიდებელი ცვლადის განმარტება და დაასახელე, რომელია მოცემულ ექსპერიმენტში დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადები.
2) (დამოუკიდებელი ცვლადია ტემპერატურა, ხოლო დამოკიდებული - ფერმენტის აქტივობა (ან ფერმენტის აქტივობასთან დაკავშირებული მაჩვენებლები. მაგალითად: რეაქციის სიჩქარე, ხანგრძლივობა, ცილის ნაჭრების ზომები)).
3) რაზეა დამოკიდებული პეპსინისა და სხვა ფერმენტების აქტივობა გარდა ტემპერატურისა?
4) (ორგანიზმში ფერმეტის აქტივობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე, pH-ზე, გარემომცველი არის ქიმიურ შედგენილობაზე, მასში ინჰიბიტორის თანაობაზე, ასევე სუბსტრატის კონცენტრაციაზე).
5) ცნობილია, რომ პეპსინი ეფექტურად მოქმედებს 35 – 39oC პირობებში. რა მნიშვნელობა აქვს ამას ორგანიზმისათვის?
6) (ფერმენტები ინარჩუნებენ ფუნქციონირების უნარს ოპტიმალური ტემპერატურიდან გარკვეული გადახრის პირობებშიც, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა რაიმე მიზეზის გამო იცვლება. და ა.შ)

 

6. ექსპერიმენტის ჩატარებისა და ცდის ოქმების შევსების შემდეგ მასწავლებელი ეცნობა ჯგუფების პრეზენტაციებს. სთხოვს ჯგუფებს შეადარონ ერთმანეთს მიღებული შედეგები და გამოიტანონ დასკვნა.

 

ცდის ოქმის შევსებული ვარიანტი:

ექსპერიმენტის ოქმი - შევსებული


სასარგებლო ინტერნეტლინკები:

თამაშები ანატომიის თემაზე 

ადამიანის სხეული, ორგანოთა სისტემების აგებულება, ანიმაციები და პრეზენტაციები

http://science.nationalgeographic.com/science/health-and-human-body/human-body/ 

http://www.teachers.ash.org.au/jmresources/systems/body.html

http://www.innerbody.com/htm/body.html