აქტივობა 2. ვენის დიაგრამის მეშვეობით შედარებითიანალიზის გაკეთება

ასეთივე მიდგომით ვსაუბრობთ დღევანდელ საქართველოზე და ვსვამთ საკითხს: ვინაა პირველი პირი ქვეყანაში? ცხადია, ასახელებენ მოქმედ პრეზიდენტს და თავისთავად ამბობენ თანამდებობის  აღმნიშვნელ ტერმინს – პრეზიდენტი. შემდეგ ვსვამთ კითხვას:

 

კითხვა: როგორ გახდა ეს ადამიანი პრეზიდენტი, მამამისმა გადასცა  მემკვიდრეობით თანამდებობა?

პასუხი: არა, იგი ხალხმა აირჩია არჩევნების გზით.

 

აქვე შეგვიძლია შევთავაზოთ მსგავსებისა და განსხვავების პოვნა მონარქსა და პრეზიდენტს შორის.

აქტივობა 2. განსხვავება მონარქსა და პრეზიდენტს შორის


 

შენიშვნა

მოცემული აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერების კომპეტენციის დაუფლებას.

 

რესურსები 

დაფა და ცარცი

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა. 

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. ერთი შეხედვით, მეხუთე-მექვსე კლასის მოსწავლეები პატარები არიან მმართველობის სისტემების აღქმისა და გააზრებისათვის. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კონკრეტული მაგალითებითა და მათთვის გასაგები ენით ახსნის შემთხვევაში, კარგად შეუძლიათგაგება  და განსხვავებების დანახვა აღნიშნულ სისტემებს შორის.
  2. კარგი იქნება, თუ ავუხსნით მოსწავლეებს, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო, მთელი მსოფლიოსათვის გასაგები ტერმინია. რაც შეეხება მეფეს, შაჰს, სულთანს და სხვას, ყველასათვის გასაგები რომ ყოფილიყო, დააწესეს ერთი სიტყვა – მონარქი (მონო – ნიშნავს ერთს, არქოს – ხელისუფლებას ანუ ერთი კაცის ხელისუფლება). აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად ვეტყვით, რომ მეფე ერთპიროვნულად განაგებს  ქვეყანას,  პრეზიდენტი კი არა. ქვეყნის მართვაში პრეზიდენტის გარდა ბევრი ხალხი მონაწილეობს. ასეთ ქვეყანას  რესპუბლიკა ეწოდება (რეს – ნიშნავს საქმეს,  პუბლიკუს-სახალხოს).