აქტივობა 2. ქრონოლოგიური სავარჯიშოების მეშვეობით ისტორიული თარიღიდან საუკუნის დადგენა

წინასწარ შევადგინოთ ქრონოლოგიური სავარჯიშოები. შეძლებისდაგვარად შევეცადოთ, რომ სავარჯიშოები მრავალფეროვანი იყოს, რათა ფაქტებმაც მიიზიდოს მოსწავლეები.

გამოვიყვანოთ დაფასთან ბავშვები რიგ-რიგობით, დავუსვათ თითო შეკითხვა. არ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ სწორი პასუხის მოსმენით. აუცილებლად მოვთხოვოთ მსჯელობა და დასაბუთება, რატომ მიაჩნია ასე. მაგალითად, 1600 წელი რომ დამთავრდა, 16 საუკუნე მიილია, დაიწყო მე-17 საუკუნე, ე.ი. თევდორე მე-17 საუკუნეში აღესრულა.

სასურველია, ხშირად ვავარჯიშოთ ბავშვები კლასში და მივცეთ ასეთი დავალებები მცირე დოზებით სახლშიც. როდესაც გაიწაფებიან, დავავალოთ, თავად შეადგინონ კითხვები და კლასში ერთმანეთი გამოსცადონ.

აქტივობა 2.

 

რესურსები

დაფა და ცარცი

 

კავშირი სხვა საგნებთან

მათემატიკა 

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

1. ქრონოლოგია ერთ-ერთი საყურადღებო თემაა და ერთი ან ორიგაკვეთილი არ კმარა ამ საკითხის განსამტკიცებლად.  საჭიროა, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში მასწავლებელმა შეახსენოს ეს საკითხი ბავშვებს და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ხშირად გაავარჯიშოს  ისინი.

ასეთი მიდგომით მასწავლებელი ბავშვებს ლოგიკურ მსჯელობას, ნასწავლი მასალის საჭიროებისამებრგამოყენებას, თარიღებისადმი გააზრებულ მიდგომას აჩვევს (და არა დაზეპირებას, რაც ჩვენში ჯერ კიდევ მანკიერად მუშაობს).

2. ამ ასაკის მოსწავლეებს უჭირთ თარიღის დასახელებისას იმის განსაზღვრა, თუ რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ეს თარიღი. მაგალითად, თუ დავუსახელებთ 502 წელს, ხშირ შემთხვევაში, პასუხია მე-5 საუკუნე, რადგან ბავშვი პირველ ციფრს, ხუთიანს ხედავს და მას ეყრდნობა, ასევე ყურში „ხუთასი” ხვდება.

აქ ვუხსნით, რომ ხუთი საუკუნე შესრულდა, როცა 500 წელი გავიდა. ამის შემდეგ იწყება მე-6 საუკუნე.