აქტივობა 5. დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ჩვენება დროის ხაზზე ნახატის დატანით, ისტორიულ და გეოლოგიურ დროს შორის კავშირისა და განსხვავების დადგენა

ყველაზე რთულად მისახვედრი  ძველი და ახალი წელთაღრიცხვის რაობა  და გამოთვლაა.  

მათემატიკური სისტემის აგების  გარეშე,  მოსწავლე  ვერავითარ  შემთხვევაში, აბსტრაქტულად ვერ წარმოიდგენს ამ საკითხს და ვერ გამოთვლის სწორად. ამიტომ, დროის შკალა უნდა ავაგოთ დაფაზე ცარცით, მის თვალწინ. ვუთხრათ, რომ პირობითად, ქრისტეს დაბადების წელი აღებულია ათვლის წერტილად. სწორედ ამ მოვლენამ გაყო კაცობრიობის ისტორია ძველ და ახალ ერად. რაც ქრისტეს  დაბადებამდე მოხდა, იმ პერიოდს ვუწოდებთ ქრისტეშობამდე-ს, ხოლო რაც მის შემდეგ, ქრისტეშობის შემდეგს.

დავსვათ ორი ტიპის კითხვა, ერთით გამოვათვლევინოთ საუკუნე, მეორით – წელი:

აქტივობა 6. N1

დროის შკალის მოშველიებით ვუხსნით, რომ ქრისტეშობამდე მომხდარი ამბავი რომ გამოვთვალოთ, უნდა შევკრიბოთ ზღვარს იქით და ზღვარს აქეთ  მოცემული ორი თარიღი.

პირველი დავალების შემთხვევაში გამოთვლიან, რომ ქართული ფულის ისტორია მოიცავს 27 საუკუნეს – 6 საუკუნეს იქით და 21 საუკუნეს – აქეთ. 

მეორე დავალებაშიც შეკრებენ პომპეუსის ქართლში შემოსვლის თარიღს – 65 წელს და დღევანდელ თარიღს – 2011 წელს და მივიღებთ 2076 წელს.

 აქტივობა 6. N2



კლასი იყოფა ჯგუფებად და ეძლევათ დავალება: გაიხსენონ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარება და წარმოადგინონ დროის ხაზზე ნახატის სახით.

ბაქტერიები – წყალმცენარეები – წყლის პირველი ცხოველები – ხმელეთის მცენარეები – ხმელეთის ცხოველები–ადამიანი.

შეიძლება ნამუშევრები განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და ამოვარდნილი იყოს რომელიმე პერიოდი, მაგარამ  მთავარია, დაინახონ განსხვავება  და კავშირი გეოლოგიურ და ისტორიულ დროებს შორის.


შენიშვნა

გარდა იმისა, რომ დასახელებული აქტივობებით მოსწავლე გაერკვევა ისეთ მნიშვნელოვან კატეგორიაში, როგორიცა ქრონოლოგიაა, იგი რაოდენობრივი წიგნიერებისკომპეტენციასაც დაეუფლება.


რესურსები

  • დაფა და ცარცი;
  • მასწავლებლის მიერ შედგენილი სავარჯიშო;
  • სახელმძღვანელო.

  

კავშირი სხვა საგნებთან

  1. მათემატიკა;
  2. ქართული ლიტერატურა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

1. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველა მეხუთეკლასელმა იცის, რა არის საუკუნე და რამდენი წლისაგან შედგება იგი; ნასწავლი აქვთ ათასის ფარგლებში მათემატიკური მოქმედებები და ა.შ. ისტორიის მასწავლებლის ამოცანაა, აუხსნას მათ, რა არის ათასწლეული – რომ იგი ათი საუკუნისაგან შედგება.

2. გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს ამ ასაკში საუკუნის ჩაწერის კულტურა. ისტორიის მასწავლებელმა ქართული ენის მასწავლებელთან შეთანხმებით უნდა დაადგინოს, რა ვითარებაა ამ მხრივ მოსწავლეებთან. მითუმეტეს, როცა ქართული ენის მეხუთე კლასის სტანდარტი ამას ნამდვილად ითვალისწინებს. კარგი იქნება, თუ ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლები დროის ერთ მონაკვეთში გაივლიან ამ საკითხს, უფრო მეტიც – ჩაატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს.

ორთოგრაფია

მე-5 საუკუნე; მე-5 ს. (ს. ანუ ს წერტილით); მე-5 საუკუნის ; მე-5 ს-ის (ს-ის ანუ ს დეფისით, წერტილის გარეშე) V საუკუნე – რომაული ციფრით ჩაწერისას, ციფრის წინ არაა საჭირო ნაწილაკი „მე” და არც დეფისი. 

მე-5 საუკუნის დასაწყისში; მე-5 საუკუნის შუახანებში; 

მე-5 საუკუნის ბოლოს, მიწურულს; მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში ან მე-5 საუკუნის  I ნახევარში;

მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, ან მე-5 საუკუნის  II ნახევარში;

მე-5 საუკუნის 10-იან წლებში, 20-იან წლებში და ასე შემდეგ, ყოველ ათწლეულზე შეიძლება ითქვას. მაგრამ, მე - არ იწერება ციფრის წინ, როცა გვაქვს 21-ე საუკუნე, 22-ე, 42-ე, 52-ე და ა.შ.

V-VI სს. მიჯნაზე – უნდა განვუმარტოთ, რომ აქ იგულისხმება დროის მონაკვეთი, როდესაც მთავრდებოდა მეხუთე საუკუნე და იწყებოდა მეექვსე. ეს შეიძლება უფრო კონკრეტულად მოიცავდეს დაახლოებით ათ წელიწადს იქეთ და ათ წელიწადს აქეთ. ან მეტს, ან ნაკლებს. სრულიად მოსალოდნელია, რომ სიტყვა „მიჯნა” არავინ იცოდეს. ისევე, როგორც მისი სინონიმი „სამანი” და კარგი იქნება, თუ მაგალითების მოშველიებით განვუმარტავთ.

3. ქრონოლოგიას როდესაც ვეხებით, კარგად მუშაობს ქრონოლოგიური ღერძის მეთოდი. დაფაზე ვუხაზავთ ან ჰორიზონტალურ ღერძს და ვალაგებთ თარიღებს მარცხნიდან მარჯვნივ, ან ვერტიკალურს და ვალაგებთ თარიღებს ქვემოდან ზემოთ.

დაფაზე ვუხაზავთ ან ჰორიზონტალურ ღერძს, ვალაგებთ თარიღებს მარცხნიდან მარჯვნივ და ვკარნახობთ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს.

მასწავლებელი ქრონოლოგიური სავარჯიშოების შეტანით თავიდან იცილებს ერთ ტიპურ შეცდომას მოსწავლეთა მხრიდან, კერძოდ: მოსწავლეს ამ ასაკში ერთმანეთში ერევა საუკუნე და წელი. ამიტომ მასწავლებელი მთელი წლის განმავლობაში უნდა ეცადოს, არ მოადუნოს ყურადღება და ყოველი ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენოს ამ საკითხის განსამტკიცებლად.

4. მეექვსე კლასიდან შეიძლება ძველი და ახალი წელთღრიცხვის ცნების შეტანა. აქ უკვე გართულდება დროის ხაზი და დაემსგავსება  მათემატიკურ სისტემას. ავუხსნათ, რომ ქრისტეს დაბადება პირობითად აიღეს, როგორც ახალი სამყაროს  ათვლის წერტილი, თორემ მის დაბადებამდე ქვეყნიერება,  ცხადია, არსებობდა. იყო უძველესი სახელმწიფოები: ეგვიპტე, ბაბილონი, ასურეთი, იუდეა, საბერძნეთი, რომი, კოლხეთი, ქართლი დშენახვა/დახურვაა ა.შ. თითოეულ მათგანს თავისი ადგილი დედამიწაზე და თავისი ისტორია ჰქონდა. როდესაც ისტორიას კარგად შეისწავლით, თავისუფლად შეძლებთ დროის სკალაზე ამ ქვეყნებში მომხდარი ამბების მოთავსებას.

5. ისტორიული დროის განხილვისას, სასურველია, მოსწავლეებს განვუმარტოთ გეოლოგიური დროც.