აქტივობა 3. გონებრივი იერიშის მეშვეობით ინფორმაციის დაზუსტება და მისი ატლასსა და კონტურულ რუკაზე დატანა

მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, ჩამოთვალონ სწავლა-განათლებისა და მწიგნობრობის ცენტრები. დასახელებულ ცენტრებს ერთ-ერთი მოსწავლე დაფაზე ჩამოწერს. სავარაუდოდ, ვერ დაასახელებენ ყველა ცენტრს,  ამიტომ მასწავლებელი ეუბნება მათ, რომ სია ნაკლულია. როგორ შევავსოთ? დაიხმარენ ისტორიულ ატლასს, სადაც მოძებნიან რუკას „საქართველო მე-13 ს. დამდეგს”, მასწავლებლის თხოვნით, ამოიკითხავენ იმ ობიექტებს,რომლებიც აკლიათ და ასე შეავსებენ დაფაზე დაწყებულ სიას.

მწიგნობრობის ცენტრები

WordSection1">

ამის შემდეგ აღნიშნულ ცენტრებს გადაიტანენ კონტურულ რუკაზე ანუ მიუწერენ სახელწოდებებს შესაბამის პირობით ნიშნებს.

 <a style=სწავლა-განათლების და მწიგნობრობის ცენტრი" width="500" />

კარგი იქნება, თუ გავანაწილებთ სამუშაოს და საშინაო დავალებად მივცემთ, მოიძიონ მასალები ამ კერების შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.

 

რესურსები

  1. საქართველოს ფიზიკური რუკა, საქართველოს კონტურული რუკა, მაგარი მუყაოს ქაღალდი, ფლომასტერები, სხვადასხვა ფერის პლასტელინი, წებო, მაკრატელი, პატარა ხის ჩხირები, პატარა ფურცლები;
  2. რვეული, კალამი, ფოტოაპარატი,  სახაზავი, სანტიმეტრი;
  3.  დაფა და ცარცი;  „საქართველოს ისტორიული ატლასი”, თბილისი, 2004 წ.  


კავშირი სხვა საგნებთან

  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  2. ლიტერატურა. 

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. მარტივი აზომვებისა და ადგილის გეგმის შესადგენად შეიძლება მოსწავლეები გავიყვანოთ ბუნებაში, მოვაწყოთ ექსპედიცია. თემის განსაზღვრის შემდეგ ირჩევა მარშრუტი. ეს შეიძლება იყოს სკოლის ეზოც და მიმდებარე ტერიტორიაც. სასურველია, გარემო, სადაც მათთვის საინტერესო ობიექტები იქნება (ტაძარი, გზა, ხიდი, რკინიგზა…), თავად შეარჩიონ. ექსპედიციისთვის ემზადებიან წინასწარ და საზღვრავენ,  რა გააკეთონ,  რა წაიღონ (ჩანაწერთა რვეული, კალამი, ფოტოაპარატი,  სახაზავი, სანტიმეტრი, საგზალი). ნაწილდება მოვალეობებიც (ვინ ჩაატარებს  აზომვებს, ვინ ჩაიწერს და ა.შ.).
  2. როდესაც გავივლით თემას „სწავლა-განათლება შუა საუკუნეების საქართველოში”, კარგი იქნება, თუ მოსწავლეები თავად დაიტანენსწავლა-გათლებისა და მწიგნობრობის ცენტრებს კონტურულ რუკაზე. ეს ცენტრები ცნობილი მონასტრების ტერიტორიებზე ყალიბდებოდა და მოქმედებდა. ისინი ისტორიულ რუკაზე სპეციალური პირობითი ნიშნითაა აღნიშნული.