აქტივობა 3. გენეალოგიური სქემის შედგენა ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე

გენეალოგიური სქემის ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ორ ბარათზე დავწეროთ სხვადასხვა დავალება, ავირჩიოთ ორი გუნდი და მივცეთ 7 წუთი. 

სქემა 1.

დროის გასვლის შემდეგ, პირველი გუნდის წარმომადგენელი გამოდის დაფასთან, მასწავლებლის მითითებით დაფის ცენტრში წერს დავით აღმაშენებლის სახელს და იწყებს სქემის აგებას, თან მსჯელობს და ასაბუთებს ხმამაღლა (მისი ამოცანაა დავითის წინაპრების სახელების დალაგება ანუ მიდის დავითიდან აღმავალი ხაზით).

შემდეგ იმავე პროცედურას  გადის მეორე  გუნდის წარმომადგენელი. მასწავლებლის მითითებით, ისიც აგრძელებს დაწყებულ სქემაზე მუშაობას დავით აღმაშენებლიდან, ოღონდ დაღმავალი ხაზით (ალაგებს დავითის შთამომავლებს). შენიშვნა: მოსწავლე გაიაზრებს ტერმინებს – წინაპარი და შთამომავალი, ადრე და გვიან და ა.შ.

საბოლოო ჯამში, კლასის წინაშე გამოისახება სქემა, სადაც ნაჩვენებია უწყვეტი გენეალოგიური ხაზი ბაგრატ მესამედან თამარ მეფის ჩათვლით.

სქემა 2

მიღებულ სქემას ყველა მოსწავლე გადაიტანს რვეულში. გარდა ამისა, რამდენიმე მოსწავლეს შეიძლება მივცეთ დავალება, ეს სქემა გადაიტანოს დიდ ფორმატზე, გააფორმონ მხატვრულად, რის შემდეგაც მივიღებთ ხელნაკეთ თვალსაჩინოებას, რომელიც არაერთხელ გამოგვადგება სასწავლო პროცესში.


შენიშვნა

მე-3 აქტივობა ეხმიანება მე-5 შედეგს. 


რესურსები

„საქართველოს ისტორიის ალბომი”, თბილისი, 2004 წ.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ გაკვეთილზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად და ისტორიული ეპოქის გასაცოცხლებლად, არის ფერწერული ტილოს რეპროდუქცია, რომელიც რომელიმე ისტორიულ ამბავს ეხება. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს გამოვუმუშავებთ ასეთი წყაროდან ინფორმაციის მიზნობრივად და სრულყოფილად ამოკრეფის უნარს, შემდგომ ეტაპზე კი მის მიერვე მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად გამოყენებას მივაჩვევთ.
  2. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მეფეთა ცხოვრება, აინტერესებთ მათი გენეალოგია. ამიტომ შეგვიძლია ერთი აქტივობით ორი საქმე ერთდროულად გავაკეთოთ – აღნიშნული ინტერესიც დავუკმაყოფილოთ და გარკვეული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე, სქემის შედგენისუნარიც განვუვითაროთ.