აქტივობა 2. ინსტრუქციის მიხედვით რუკაზე რაოდენობრივი ხასიათის ინფორმაციის მოძიება

ნიმუში: კლასს ვყოფთ ჯგუფებად.

  1. პირველი ჯგუფის დავალება: ამოიწერონ საქართველოს ხუთი მწვერვალი და მათი სიმაღლეები;
  2. მეორე ჯგუფი იწერს ხუთი სამხარეო ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრს მოსახლეობის რაოდენობითურთ;
  3. მესამე ჯგუფი იწერს ხუთ ტბას ფართობით;
  4. მეოთხე ჯგუფი – ხუთ მხარეს ფართობით;
  5. მეხუთე – ხუთ მხარეს მოსახლეობის რაოდენობით.

პრეზენტაციის დროს ივსება ცხრილი, რომელიც წინასწარ აქვს მასწავლებელს მომზადებული ფორმატის ფურცელზე ან დაფაზე აქვს დახაზული. ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები აგებენ მათ მიერ მოძიებულ გრაფიკს  სტატისტიკური მონაცემებით.  შეუძლიათ, დიაგრამაც ააგონ.


შენიშვნა

მე-3 აქტივობა ეხმიანება მე-5 შედეგს. 

 

რესურსები

„საქართველოს ისტორიის ალბომი”, თბილისი, 2004 წ.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ გაკვეთილზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად და ისტორიული ეპოქის გასაცოცხლებლად, არის ფერწერული ტილოს რეპროდუქცია, რომელიც რომელიმე ისტორიულ ამბავს ეხება. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს გამოვუმუშავებთ ასეთი წყაროდან ინფორმაციის მიზნობრივად და სრულყოფილად ამოკრეფის უნარს, შემდგომ ეტაპზე კი მის მიერვე მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად გამოყენებას მივაჩვევთ.
  2. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მეფეთა ცხოვრება, აინტერესებთ მათი გენეალოგია. ამიტომ შეგვიძლია ერთი აქტივობით ორი საქმე ერთდროულად გავაკეთოთ – აღნიშნული ინტერესიც დავუკმაყოფილოთ და გარკვეული ტექსტური ინფორმაციის საფუძველზე, სქემის შედგენისუნარიც განვუვითაროთ.