აქტივობა 8. რუკაზე მუშაობის საშუალებით ნომენკლატურის კლასიფიცირება

საქართველოს  ფიზიკური (კედლის) რუკის ლეგენდიდან წავაკითხოთ პირობითი ნიშნები: საზღვრები, ჰიდროგრაფია, გზები, დასახლებული პუნქტები და სხვა. ამ აქტივობით  მოსწავლეები გაიმეორებენ ადრე ნასწავლ მასალას.

შემდეგ კლასი გავყოთ ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დავავალოთ, ატლასიდან ან სახელმძღვანელოში მოთავსებული ფიზიკური რუკიდან ამოიწეროს  დასავლეთ საქართველოს მდინარეები, მეორემ  კი – აღმოსავლეთისა. ასეთი ინდივიდუალური მუშაობის შემდეგ, დაფა გავყოთ ორ ნაწილად და ჩამოვაწერინოთ მდინარეების სახელწოდებები. სასურველია, რომ ამ აქტივობაში ყველამ რიგ-რიგობით მიიღოს მონაწილეობა. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს მივცემთ საშუალებას, ისაუბრონ მათთვის „ნაცნობ” მდინარეებზე – რომელი  უნახავთ, სად მიედინება, თუ უთევზავიათ მასში, რა იციან სახელწოდების წარმოშობის  შესახებ და ა.შ.

ასეთივე მიდგომით, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში შეიძლება ვამუშაოთ სხვადასხვა თემაზე: ამოიწერონ საქართველოს  ტბები, მწვერვალები და დაალაგონ სიდიდისა და სიმაღლის მიხედვით; ამოიწერონ საქართველოს ისტორიული ძეგლები და დააჯგუფონ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მხარეების, ხეობების, ფუნქციის და ა.შ.). როდესაც მოსწავლეები გაიწაფებიან  ასეთი დავალებების შესრულებაში, შეიძლება უკვე საშინაო  დავალებადაც მივცეთ. 


შენიშვნა 

მოცემული შედეგი გამჭოლია. იგი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მუშაობს და განსაკუთრებით კარგად ავითარებს სემიოტიკურკომპეტენციას.

 

რესურსები

  • საქართველოს ფიზიკური რუკა; დაფა და ცარცი;  ისტორიული ატლასი; ფურცელი, ფერადი ფანქრები, მაკრატელი, წებო;
  • ევრაზიის ფიზიკური ან პოლიტიკური რუკა; პ. ნაცვლიშვილი- მოგზაურობა „არგოთი”, 1985 წ.
  • კედლის რუკა „საქართველო IV-VI სს.”; დაფა და ცარცი.
  • კედლის რუკები „საქართველო XVს. ბოლოს” და „საქართველო XVIII ს. II ნახევარში”;
  • კედლის რუკა „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა”; 

 

კავშირი სხვა საგნებთან 

ბუნებისმეტყველება

  

რეკომენდაციები მასწავლებლებს

რუკის კითხვისა და გამოყენების  შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთათვის. იგი ხელს უწყობს სივრცითი და გრაფიკული აზროვნების განვითარებას. „ჩვენი საქართველოს” შესწავლის პროცესში მოსწავლეებს მოუწევთ განსხვავებული შინაარსისა თუ მასშტაბის რუკების სხვადასხვა მიზნითგამოყენება. „ჩვენი საქართველოს” სწავლებისას მასწავლებელს ხშირად დასჭირდება თემატური რუკებისგამოყენება – რაც უფრო უხვადაა დასურათებულიმოსწავლის წიგნითემატური რუკებით, მით უფრო მაღალია მოსწავლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და შესაბამისად, მეტი მოლოდინია მაღალი შედეგებისა რამოდენიმე მიმართულებით (იგულისხმება უნარ-ჩვევები).

მაგალითად, ოდესღაც მომხდარი ისტორიული ფაქტების ბოლომდე გასააზრებლად, მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაინახოს იგი იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში, რომელშიც ეს ფაქტი მოხდა.

თემატური რუკა სისტემატურად უნდა იკითხებოდეს საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის დახმარებით. მასწავლებელმა უნდა მოიფიქროს და შეადგინოს ისეთი აქტივობები, რომლებიც ამ ასაკის მოსწავლისათვის გასაგები და დასაძლევი იქნება. დროთა განმავლობაში, როდესაც მოსწავლე დაძლევს მარტივ დავალებებს და გაუვარჯიშდება ხედვა/ორიენტაცია რუკაზე, შესაძლებელი გახდება უფრო რთული დავალებების მიცემა.

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მეხუთე კლასში მოსწავლეები ეს-ესაა იწყებენ რუკის შესწავლას. მათი ხედვა ეფუძნება წინა კლასებში ბუნების გაკვეთილებიდან მიღებულცოდნას. თუ სახელმძღვანელოში არაა შესაბამისი თემატური რუკა, მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა ხერხი გამოიყენოს.

 

როგორ ვიმუშაოთ კონტურულ რუკებზე

1. დავალებების შესასრულებლად უნდა გამოიყენოთ სასწავლო ატლასი (ან გეოგრაფიული, ან ისტორიული – თემის მიხედვით). ასევე შეიძლება კედლის რუკებისგამოყენება (აქაც თემის შესაბამისად);

2. სასურველია, რუკაზე მუშაობისას, ყოველთვის დაიცვათ მოცემული დავალებების თანამიმდევრობა;

3. წარწერები დასახლებულ პუნქტებსა და სხვა ობიექტებზე დაიტანეთ „უბრალო” ფანქრით, რათა შეცდომის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი წაშლა და გასწორება;

4. სამუშაოს ბოლოს რუკები გააფერადეთ ყველანაირი ტექსტური ინფორმაციის (წარწერების) დატანის შემდეგ;

5. იმუშავეთ ფერადი ფანქრებით, არ გამოიყენოთ პასტელები და ფლომასტერები;

6. გააფერადეთ ფერადი ფანქრებით მკრთალად, რათა არ დაიკარგოს დატანილი წარწერები;

7. კონტურულ რუკაზე მუშაობისას შეგხვდებათ შემდეგი ძირითადი პირობითი ნიშნები:

ზოგადგეოგრაფიულ რუკაზე: 

 

 პირობითი ნიშნები

 

8იმისათვის, რომ შევამოწმოთ, თუ რამდენად სწორად წარმოუდგენია მოსწავლეს საქართველოს მდებარეობა მსოფლიო რუკაზე, კარგი იქნება, თუ არგონავტების მოგზაურობიდან დავიწყებთ და დღევანდელობამდე მოვალთ. ამისათვის დაგვჭირდება კედლის რუკა, სადაც ჩანს ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა და საქართველო. (ევროპის ფიზიკური ან პოლიტიკური რუკა, უმჯობესია ევრაზიის რუკა).

9. გეოგრაფიული რუკებისაგან განსხვავებით, ისტორიულ რუკებს სპეციფიური პირობითი ნიშნები აქვს. სასურველია, მასწავლებელმა ამ საკითხს თავიდანვე დაუთმოს სპეციალურად გამოყოფილი დრო და ბავშვებთან ერთად განიხილოს იგი. (იხ.ინსტრუქცია – „როგორ ვიმუშაოთ კონტურულ რუკაზე”).

10. პერიოდულად, თემების განხილვასთან ერთად, კარგი იქნება, თუ შევამოწმებთ, რამდენად სწორად კითხულობს მოსწავლე ისტორიულ რუკას, კერძოდ: შეუძლია თუ არა საზღვრების მიხედვით იმსჯელოს ტერიტორიულ ცვლილებებზე. ამისათვის დაგვჭირდება ორი სხვადასხვა ეპოქის ამსახველი კედლის რუკის შედარება წინასწარ მომზადებული აქტივობის მიხედვით.

11. ერთი შეხედვით, ამ ასაკის მოსწავლეთათავის კოორდინატებზე მუშაობა ძნელი უნდა იყოს, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია ადვილი და სახალისო ხერხების მოშველიებით, მიაჩვიოს ისინი კოორდინატებისგამოყენებას. გთავაზობთ ყველაზე მარტივ ხერხს: ამისათვის დაგვჭირდება კედლის რუკა „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა”, სადაც ყოველი რაიონი განსხვავებული ფერითაა დატანილი და მათი აღქმა  ადვილია.