აქტივობა 6. შედარების მეთოდის გამოყენება საგნებს/მოვლენებს შორის მსგავსება-განსხვავების დასადგენად.

დამატებითი ინფორმაცია:

იოლოგიის სწავლების წარმართვა მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით აფერხებს მოსწავლის განვითარებას. ამიტომ უნდა შევეცადოთ, სასწავლო პროცესი ისე ავაგოთ, რომ გამოვიწვიოთ მოსწავლის თავის ტვინის ანალიტიკური და სინთეზური მოქმედების გააქტიურება. აზროვნების განვითარებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს სწავლების ისეთი მეთოდები, რომელიც განაპირობებს მოსწავლის ლოგიკური აზროვნების განვითარებას.

მაგალითად, იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა უჯრედზე, როგორც ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე, აუცილებელია მიკროსკოპში მცენარის, ცხოველის და სოკოს უჯრედების პრეპარატების შესწავლის შემდეგ გაკვეთილზე გამოვიყენოთ: 1. შედარების მეთოდი; 2. ანალოგიისა ან ცოდნის გამოყენება ახალ სიტუაციაში; 3. დაჯგუფებისა და სისტემატიზაციის მეთოდი, 4. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის მეთოდი; 5. განზოგადების მეთოდი.

 

რესურსები:

მიკროსკოპი; მცენარეული და ცხოველური უჯრედების პრეპარატები

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლეებმა უნდა:

• შეადარონ და დაახასიათონ მცენარეული და ცხოველური უჯრედები;
• დაადგინონ მსგავსება-განსხვავება საგნებსა თუ მოვლენებს შორის.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • ამუშავებს კლასს მცენარეული და ცხოველური უჯრედების პრეპარატების შესწავლაზე სინათლის მიკროსკოპით გამოყენებით;
  • ყოფს კლასს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ურიგებს ბარათებს ცხრი­ლით:

ჯგუფის №____

მცენარეული და ცხოველური უჯრედების შედარებითი დახასიათება.

უჯრედების დახასიათება

მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ცხრილში შევსებულია მხოლოდ თითო სვეტი ან თითო სტროფი, მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შეავსონ ცხრილის ცარიელი სვეტები. შემდეგ ჯგუფები უცვლიან ერთმანეთს ბარათებს და განსხვავებული ფერის კალმით (ფანქრით) შეაქვთ შესწორებები ან დამატებები.